კატეგორია: პოლიტიკა

გახარია – “გამოვრიცხავ პრემიერობას, ამის არც სურვილი მაქვს”

შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის გადაცემა “პირველებში” მისი პრემიერ მინიტრობა გამორცხა და განაცხადა რომ მას მთვარობის ხელმძღვანელობის სურვილი არ აქვს. “ამ ნიუსებს ავრცელებთ თქვენ, იქნებ თქვენ მითხრათ, გამაგებინეთ, ეგებ ვიცოდე მეც რაღაცა…ერთი რამ მინდა გითხრათ, გულწრფელად გუბნებით, მე მართლა ვთვლი, რომ ის, რასაც ვაკეთებ დღეს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მართლა ასე ვთვლი. მართლწესრიგი, სიმშვიდე ამ […]

შალვა შავგულიძე – “მჯერა, რომ გიგა ბოკერია გულწრფელად ინანიებს წარსულის შეცდომებს”

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე მთაწმინდის ოლქში “ევროპულმა საქართველომ” და თავისუფალმა დემოკრატებმა წარადგინეს. “ახალი თაობა” შალვა შავგულიძეს ამ გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა. – ბატონო შალვა, რა საერთო გაქვთ “ევროპულ საქართველოსთან” და მათი ლიდერების წარსულთან? – ჩვენ საერთო არ გვაქვს მათ პოლიტიკურ წარსულთან, მაგრამ საერთო გვაქვს მათ დღევანდელობასთან. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება. უმთავრესი […]

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობაზე კენჭს იყრის

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, […]

„ეს პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული და არის ოპოზიციური ნარატივი“ – გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესტან ერთად დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს კითხვები ძირითადად მომატერბულ კრიმინალთან დაკავშრებით დასვეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კი შს მინისტრმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის ოპოზიციური ნარატივი: „ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით და პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა […]

ხმაური ლენტეხში – ადგილობრივებმა სოზარ სუბართან საუბარი არ ისურვეს

მცირე ჰესის „ხელედულა 3“-ის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი – ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საჯარო განხილვაა დაგეგმილი. თუმცა, ადგილზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს, მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა და მცირე შეკამათება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია […]

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ფაშისტი და ბოლშევიკი უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ „რუსთავი2“-სა და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ისინი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება მომავალ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი ვერ იქნება. “ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია ასეთი ფაქტები […]

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – “დანაშაულია ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე”

კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, ახლა ის კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, თუმცა გარკვეული ტიპის კონსულტაციები აქვს ადამიანთა ჯგუფთან და მაისის ბოლოს გახდება ცნობილი მისი კონკრეტული გეგმების […]

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ – ”ბანკის მეწილეობა ვერავის დაიცავს”

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას თქვა, რომ “თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს,”. ცქიტიშვილის თქმით, „სხვა დროა საქართველოში”. “პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ასევე, არავინ სხვას […]

რომან გოცირიძე – ”ნაციონალები მთაწმინდაზე შალვა შავგულიძეს დაუჭერენ მხარს”

ნაციონალური მოძრაობა მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს. ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, ის მიესალმება ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას. მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სავარაუდოდ არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს. “ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. […]

“წულუკიანი ზოგადად არის ბოღმისა და ღვარძლის კვინტესენცია” – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ “თეა წულუკიანი არის ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, ეს არის მისი პირადი ტრაგედია”. მისივე თქმით, წულუკიანმა პარლამენტი „ღვარძლის ნთხევის ადგილად“ აქცია. „როგორც იტყუება ჰააგაზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ბევრ სხვა საქმეზე, ისე მოიტყუა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ საუბრის შინაარსზე რაც ჩვენ გვქონდა. მან მე მითხრა, რომ ის აღიარებდა, […]