გრიგოლ ვაშაძემ უგუნურები, პირველ რიგში, თავისკენ მოიკითხოს და ვიდრე განცხადებას გააკეთებს, სჯობს, კანონპროექტში ჩაიხედოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ამისთვის საკმარისი გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნით, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის კრიტიკას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მის მიერ ინიცირებული პროექტით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მუხლი ყველა მღვდელმსახურისათვის უქმდება. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია – “ღარიბაშვილთან “ოცნების” დიდი შეხვედრა აუცილებელია”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, პარლამენტში დაიწყო იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათი კანოპროექტის მოშორება ხდება და კობახიძის კანონპროექტი შეიძლება გავიდეს. რა განწყობაა უმრავლესობაში? – განწყობა არის, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი, რომ მთელი ამ პროცესის […]
რუსმა ოკუპანტებმა დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს
გატაცების მორიგი შემთხვევა – რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
” რუსთავი 2″-ის მფლობელი კობა ნაყოფია შეიძლება ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი გახდეს
უკვე რამდენიმე წელია „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე არ ჰყავს. პარტიაში ამბობდნენ, რომ ამ ადგილს ისევ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს. პარტიული სტატუსი ექსპრეზიდენტმა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის გამოც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. როგორც „პრაიმტაიმს“ უკვე გაზაფხულზე პარტიაში დაუდასტურეს, სააკაშვილის მოთხოვნით, გაიმართება ყრილობა. სააკაშვილს პარტიაში გრიგოლ ვაშაძე შეცვლის. ექსპრეზიდენტი კმაყოფილია ვაშაძის საპრეზიდენტო მარათონით და მას […]
ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ – ზუგდიდში – მელია, მთაწმინდაზე – შავგულიძე
“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საარჩევნო რინგზე საერთო კანდიდატით ავლენ. უკვე გარკვეულია მარათონის მონაწილეებიც. ზუგდიდში ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა, მთაწმინდაზე კი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელსაც ევროპელები ლობირებენ. ირაკლი ალასნიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ სწორედ ის თავმჯდომარეობს. თუმცა, ეს შეთანხმება მოქმედებს […]
“ნუ ღლიცინებთ, გაჩუმდით” – დაპირისპირება ხოშტარიასა და ოხანაშვილს შორის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უსმენენ. სხდომა უმრავლესობისა და ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.„ქალბატონი ნაზი მარტოა, თქვენ ბევრნი ხართ და ხმაურია. მაინტერესებს, რაზე საუბრობს ადამიანი და თქვენ ამის საშუალებას არ მაძლევთ. ნუ ღლიცინებთ, გაჩუმდით და მომასმენინეთ… აქ დეპუტატები ღლიცინებენ „სახლში გამიშვით დროზეო”, ესაა მოსმენა?! ჩინჩალაძის ხსენებაზე რომ აწყვეტინებთ ადამიანს საუბარს, […]
გია ხუხაშვილი – „გადამწიფებულ თინეიჯერ კობახიძეს ექსპერტები კაკულია და ცაგარელი ჰგონია“
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიებისა და არასამათავრობო სექტორის შემდეგ ექსპერტებს მიადგა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არის 5 ექსპერტი, რომლის პოლიტიკური პროგნოზიც არასდროს გამართლებულა. „ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქვია ექსპერტი. თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა. წარმოიდგინეთ ფეხბურთში ექსპერტი, რომლისთვისაც შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის გამოცნობა. […]
ლევან ვასაძე – “შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის “ოცნება”, მაგრამ “ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ […]
სანდრო ბრეგაძე – “მე ღარიბაშვილის მეგობარი ვარ და ამიტომ არ მიხარია მისი”ოცნებაში” დაბრუნება”
რატომ არა აქვს “ოცნებას” გადარჩენის შანსი, რას ვერ ხვდება ივანიშვილი, რა სიურპრიზს უნდა ელოდოს ის სალომე ზურაბიშვილისგან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. – თქვენ ყოველთვის ითვლებოდით ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრად და ალბათ გიხარიათ პოლიტიკაში მისი დაბრუნება. შეძლებს ის იმ მისიის შესრულებას, რისთვისაც დააბრუნეს? – მე არ ვარ ღარიბაშვილის გუნდის […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს“
„ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ხმაურიანი განცხადებებით მოხდა. განსაკუთრებით ჭარბობდა აგრესიული რიტორიკა ოპონენტების მისამართით. პარალელურად, „ოცნება“ ახალი სახეების ძიების სტრატეგიაზე გადადის. პოლიტიკური განვითარების სავარაუდო ვერსიებისა და „ოცნების“ ტაქტიკის შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. _ „ოცნებაში“ ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. კალაძესთან დაპირისპირება გამორიცხა, მაგრამ მაშინდელი კოალიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ დაგვიდასტურა, […]










