“ნუ ღლიცინებთ, გაჩუმდით” – დაპირისპირება ხოშტარიასა და ოხანაშვილს შორის

"ნუ ღლიცინებთ, გაჩუმდით" - დაპირისპირება ხოშტარიასა და ოხანაშვილს შორისიურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უსმენენ. სხდომა უმრავლესობისა და ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.„ქალბატონი ნაზი მარტოა, თქვენ ბევრნი ხართ და ხმაურია. მაინტერესებს, რაზე საუბრობს ადამიანი და თქვენ ამის საშუალებას არ მაძლევთ. ნუ ღლიცინებთ, გაჩუმდით და მომასმენინეთ… აქ დეპუტატები ღლიცინებენ „სახლში გამიშვით დროზეო”, ესაა მოსმენა?!

ჩინჩალაძის ხსენებაზე რომ აწყვეტინებთ ადამიანს საუბარს, თქვენს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. რაზეც უნდა იმაზე ისაუბრებს, თქვენი საქმე არ არის. რას ნიშნავს, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებთ, თქვენ ვინ გეკითხებათ?” – მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

თავის მხრივ ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის შოკისმომგვრელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩინჩალაძის გვარის მოსამართლეთა შორის დასახელება.

ანრი ოხანაშვილმა ჯანეზაშვილს მოუწოდა პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებს და ხოშტარიას მიმრთა.

„ქალბატონო ელენე, თქვენ რაღაც ამ ბოლო დროს თავს ვერ იკავებთ. რატომ? დამშვიდდით! არის სხვა ტრიბუნებიც. თქვენთვის რეგლამენტი არაფრისმომცემია, საქართველოს კონსტიტუცია არაფრისმომცემია. თუ ასეთი პრინციპული ადამიანი იყავით, თავის დროზე დაგეტოვებინათ თანამდებობა და წასულიყავით“,- მიმართა ოხანაშვილმა ხოშტარიას.

ნიუპოსტი