დაწყებულია “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვადის ათვლა, რომლის ფარგლებშიც ახალმა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. კანდიდატების წარდგენამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით უნდა შეარჩიოს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სულ მცირე სამი კანდიდატურა წარადგინოს. თამარ ჟვანიას, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ფეხით მივიდა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა. ორბელიანის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილი ფეხით მივიდა. მას ადგილზე ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია და მომავალი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დახვდა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციას დაათვალიერებს. ის სამუშაო კაბინეტს და სარემონტო სამუშაოებსაც მოინახულებს. სავარაუდოდ პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე მედიასთან სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა. ამ დრომდე […]
პაატა ბურჭულაძემ ვლადიმერ პუტინს უმღერა – ვიდეო
პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერია, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. მთავარი პროკურატურა ბურჭულაძის საქმელმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საქმეს იძიებს. საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა […]
“არჩილ თალაკვაძე სააკაშვილს დასდევდა და “მიშა მაგარიას” ხმის ჩახლეჩვამდე უმღეროდა”
სად მღეროდნენ მეოცნებეები მიშას სადიდებელ სიმღერებს, რა სკანდალი აგორდება 9 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, რატომ გახიზნეს დმანისიდან და ბოლნისიდან ბავშვები? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება. – თქვენ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე საინტერესო ინფორმაცია დაწერეთ. ამბობთ, რომ ის სააკაშვილის მგზნებარე მხარდამჭერი იყო და “მიშა მაგარიას” მღეროდა. – მოდი, დავაკონკრეტებ, არჩილ […]
თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
მარნეულის მერმა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში ღირსების შემლახველი და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით იმყოფებოდა, ქართული ოცნების ოფისში საიდუმლო შეხვედრა გამართა. კურიერის ინფორმაციით ციხიდან გირაოთი გათავისუფლებული თემურ აბაზოვი პირადად პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა და ამ გასაიდუმლოებულ აუდიენციას პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აკონკრეტებენ, განიხილება თუ არა აბაზოვის პოლიტიკაში დაბრუნება. ეკა ბესელია ამბობს, რომ აბაზოვს თუ პოლიტიკური აქტიურობის სურვილი […]
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ხვალ მედიასთან ერთად მივა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, ხვალ მივა ათონელის რეზიდენციაში და ეს იქნება მედიასთან ერთად, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, პრეზიდენტი საქმიანობას დროებით დაიწყებს ადმინისტრაციულ ფლიგელში. „ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი უკვე მოეწყობა. რამდენიმე […]
„შე, ქოცო, შენ” – ნიკა მელიას და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა – ვიდეო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და განაცხადა, რომ გუშინ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი ამაზრზენი იყო. მელიამ მას„ქოცი“ უწოდა, რის საპასუხოდაც მოქალაქემ განუცხადა: „ქოცები შენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ“.
გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ხვალ, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა. ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს, ღამე კარვებში გაათენონ, ხოლო დანარჩენ მხარდამჭერებს მოუწოდა, იმოქმედონ იმ გეგმით, რომელიც ხვალ, დღის პირველ ნახევარში მედიასაშუალებებით გავრცელდება. აღნიშნული მოწოდების შედეგად, აქტივისტთა […]
სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილის რანგის პოლიტიკოსის დაკარგვის ფუფუნება საქართველოს არ აქვს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადას აფასებს. – ბატონო სოსო, როგორი პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი? – პირველ რიგში უნდა შევაფასოთ იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა. გიორგი მარგველაშვილი ფრთებდაჭრილი არწივი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ის იყო ინტელექტუალი, მოაზროვნე, ევროპელი, პროდასავლური ფასეულობების პოლიტიკოსი. ჩვენი პარლამენტის ფონზე, როდესაც ჩხუბი, გინება, […]
ოპოზიციამ რუსთაველზე 4 კარავი გაშალა
რუსთაველზე ოთხი კარავია გაშლილი და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, დაიცვან თავიანთი ხმა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კახეთიდან გაერთიანებული ოპოზიცია უერთდება. მოთხოვნები, რომლებიც პარლამენტის წინ გაჟღერდება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იქნება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, პროპორციული სისტემით უნდა […]










