კატეგორია: პოლიტიკა

“რიჟვაძე საკონტროლო გასროლით დამემუქრა და თანაგუნდელებმა არ დამიცვეს” – ჯელალ ქიქავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე ნაწყენია  

ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარა მუქარაზე გადავიდნენ. ისინი ოპონენტებს ჰპირდებიან, რომ მათ ცხვირში მოხვდებათ. ამ მხრივ თავი განსაკუთრებით აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ გამოიჩინა. მან პირობა დადო, რომ პირადად იძიებდა შურს. შურისძიების განწყობაზე ყმაწვილკაცი ოპოზიციონერმა ჯელალ ქიქავამ დააყენა. ქიქავამ რევოლუციაზე საუბრისას 2017 წელს ბათუმში მომხდარი არეულობა გაიხსენა. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როცა აჭარა თურქებს ჰქონდათ მიტაცებული. ქიქავამ […]

ზაზა სარალიძე სიონის ტაძრიდან საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად წავიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საპატრიარქოში პატრიარქთან ერთად, სიონის ტაძრიდან წავიდა. სარალიძემ სიონის ტაძარი კომენტარის გარეშე დატოვა. პატრიარქისა და შვილმოკლული მამის საუბრის მთავარი თემა სავარუდოდ დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების პროცესი იქნება. პატრიარქმა ქადაგების დროს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე შვილის სიკვდილის შემდეგ დღეს პირველად ეზიარა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა

სალომე ზურაბიშვილი “საკუთარ თავთან შესახვედრად” დღეს პარლამენტში მივიდა. პრეზიდენტი ჯერ ზვიად კვაჭანტირაძის, მოგვიანებით კი ეკა ბესელიას კაბინეტს სტუმრობდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვისთან შესახვედრად იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტი პარლამენტში, ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთწინადადებიანი პასუხი გასცა: „ჩემს თავთან.“

კალაძე – “შეიძლება ოპოზიციაში აღმოვჩნდე”

თბილისის მერი კახა კალაძე, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ოდესმე ოპოზიციაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ კალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. […]

ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს უმაქნისი, საზიანო და უსაქმური უწოდა

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს. ბესელია ხაზს უსვამს, რომ სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს. „არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, – აცხადებს ბესელია და იქვე უკვირს, აქამდე […]

პაატა ბურჭულაძე – “ადამიანს ადამიანისთვის ხორცის გლეჯვაც შეუძლია” – რატომ უმღერა მსოფლიო ბანმა პუტინს

პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთ კონცერტში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კონცერტს ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა: „ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში ვერასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ის რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე. ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი […]

ირაკლი მენაღარიშვილი – „საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებით 2008 წლის ომის აცილება შესაძლებელი იყო”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია. რუსეთის საგარეო უწყება იმასაც ამბობს, რომ ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ. არის თუ არა რუსეთის ეს განცხადება მუქარა საქართველოსთან მიმართებაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა ამის […]

ბაია პატარაია დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურისტი დიმიტრი გაბუნია იქნება, სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მდგომარეობს თავად დიმიტრი გაბუნიას დამოკიდებულებაში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია არასწორ დამოკიდებულებას აფიქსირებდა ქალთა შევიწროების საკითხებზე. „როდესაც ის ახორციელებდა თავისი კლიენტის დაცვას ხშირად პირად პოზიციას აფიქსირებდა ხოლმე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით  და […]

ოთარ კახიძე – ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია

ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა. როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა. „წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის […]

ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს გააცნო. „გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის […]