„არ ვიცი ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ყვარლის გზა თავისუფალია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გზა გადაკეტილია გრემთანაც. „გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის უფლებასაც მოგვპარავენ და მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კმ/სთ […]
კატეგორია: პოლიტიკა
კობა ხაბაზი გზის სავალ ნაწილზე დაწვა
გაერთიანებული ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზა სატვირთო ავტომანქანებითაა გადაკეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი პირი, ვინც სატვირთო ავტომანქანის ბორბლებთანაა დაწოლილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზია. ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ძალის გამოყენებით ცდილობს საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის გაგრძელებას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები […]
გიორგი ვაშაძე – “ყვარლისკენაც გადაკეტილია გზა, ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, რაც დაგვრჩა, ამასაც გავივლით და წავალთ”
ყვარლისკენაც გადაკეტილია გზა ჩვენი ინფორმაციით, ნახევარი გზა გავათავისუფლეთ, რაც დაგვრჩა ამასაც გავივლით და წავალთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ოპოზიცია თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს, თუმცა მათ ამის უფლება არ ეძლევათ. ვაშაძის თქმით, ის, რაც სოფელ ველისციხესთან ხდება, უკანონობაა. „უკანონობაა, რაც აქ ხდება და რასაც აქ სჩადის საპატრულო პოლიცია „ქართული […]
მელიამ და კუპატაძემ ერთმანეთზე გაიწიეს
ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა. მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი. “გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ თემურ კუპატაძეს კრიმინალი და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ […]
გურჯაანში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია – აქციის მონაწილეებმა მორიგი ბარიკადის გარღვევა სცადეს
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ცდილობს. მას შემდეგ რაც მათ შეძლეს, ერთ-ერთი კოლონის გარღვევა და საპატრულო პოლიციის მანქანის გადაყვანა, პოლიციამ მეორე ბარიკადი მოაწყო, სწორედ მის გარღვევას ცდილობენ ამ წუთებში აქციის მონაწილეები. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
“თელავამდე არის 40 კმ დარჩენილი. მერე იტყვიან მელია რატომ ჩხუბობსო?!” – გურჯაანში აქციის მონაწილეებმა გურჯაანში პოლიციის კორდონი გაარღვიეს
გურჯაანში, იმ ადგილზე, სადაც პოლიციას თელავისკენ მიმავალი გზა აქვს ბლოკირებული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ამ კოლონის შემადგენელი ნაწილი იყო, საკუთარი ძალებით გზიდან გადააყენეს. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. ოპოზიცია ბარიკადების გარღვევას ცდილობს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების […]
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან – გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ხახვი და კარტოფილი მიიტანეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველი სწორედ კარტოფილისა და ხახვის დარიგებით მოისყიდა. “არ შევეგუებით ამ პროცესს და სამართლებრივად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას,”-აცხადებენ აქციის მონაწილეებენ.
ოპოზიცია გურჯაანთან გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობს
ოპოზიციის მხარდამჭერები გურჯაანში, პოლიციის ავტობუსის გზის სავალი გზიდან გაყვანას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ისინი ბლოკირებული გზის გახსნას ამ გზით ცდილობენ იმისთვის, რომ თელავისკენ გზა გააგრძელონ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა საკმაოდ დიდი შემადგენლობა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა -შემოხლას. ვითარებე ამ დრომდე დაძაბულია. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსიც.
ბასა ფოცხიშვილი – “ერეკლე მეფემ გადაარჩინა საქართველო, მისი დამსახურებაა, დღეს ქართულად რომ ვლაპარაკობთ და სარწმუნოება შევინარჩუნეთ”
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნს სამების მგალობელთა გუნდი შეასრულებს. მისივე თქმით, ასევე შესრულდება მრავალჟამიერი, რომელსაც ერთობლივად ანსამბლები – “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა” შეასრულებენ. „დღეს გამთენიისას დასრულდა სამუშაოები. ყველაფერი წესრიგშია. საქართველოს ჰიმნს შეასრულებს სამების გუნდი, ხოლო მრავალჟამიერს ერთობლივად “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ერისიონი” და “შვიდკაცა”. ჩემთვის ბედნიერებაა მათთან მუშაობა. იმედი მაქვს, […]
ხელჩართული ჩხუბი ჩუმლაყში – ოპოზიციის ავტოკოლონას გზა გადაუკეტეს
ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა. საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია. რუსთავი 2










