კატეგორია: პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი თელავში ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი უკვე თელავშია. მასთან ერთად იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 4 საათი რჩება. ინაუგურაციის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნს საპატრიარქოს გუნდი შეასრულებს. ხოლო მრავალჟამიერს „ქართული ხმები“. „ქალბატონი სალომეს და ჩვენი მეგობრის, რეჟისორის ბასა ფოცხიშვილის თხოვნით „ქართულმა ხმებმა“ უნდა ვიმღეროთ კიდევ პლიუს… მე სიამოვნებით დავეთანხმე იმიტომ, რომ დღესასწაულია დღეს ჩვენთვის და საქართველოსთვის, პირველი პრეზიდენტი ქალბატონი, […]

თელავში ოპოზიციის აქციის ადგილი პოლიციამ გადაკეტა

თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული მოედანი ერეკლე მეფის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, ერეკლე მეფის ძეგლსა და რვაასწლოვან ჭადარს შორის მდებარეობს. ტერიტორიაზე პოლიცია მხოლოდ სტუმრებს და საშვის ან აკრედიტაციის მქონე პირებს უშვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში […]

„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ – როგორ ყრიან საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ყუთში – ვიდეო

ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა – კადრებში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები კომისიის წევრების ნაწილს გამორთული ეგონა, რადგან კამერის უკან არავინ იდგა, თუმცა, ის მუდმივად ჩართული იყო და ყველაფერს უწყვეტ რეჟიმში იწერდა. დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც ხალხის რეგისტრაციას ახდენდნენ, სიებში ამომრჩევლის ნაცვლად აწერდნენ […]

თელავისკენ ავტოკოლონა ქვემო ქართლიდანაც დაიძრა

საპროტესტო კოლონა ქვემო ქართლიდან დაიძრა. თელავში საინაუგურაციო ცერემონიის პარალელურად მიმდინარე აქციას ამ რეგიონის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. თელავისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცავებმა ავტომობილების კოლონა გომბორის უღელტეხილთან არ გაატარეს და გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა საპროტესტო აქცია თელავში არ გაიმართოს. რუსთავი 2

ოპოზიციის ავტოკოლონას გომბორის უღელტეხილთან პოლიციამ გზა გადაუკეტა

ოპოზიციის კოლონას გომბორის უღელტეხილთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეთა. სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ. „არ მოძრაობს არავინ, ცოტა ხანი შეფერხებაა. არავინ არ გადაადგილდება. არ მიდის არცერთი მანქანა,“ – ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. გზებზე დაწესებულ შეზღუდვას ოპოზიციის ლიდერების პროტესტი მოჰყვა. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციამ ოპოზიციას გზა მაინც არ გაუხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლების […]

შსს – კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ასევე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს დაიცავს შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას. როგორც შსს-ში განმარტავენ, მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები. „შინაგან საქმეთა […]

გაერთიანებული ოპოზიციის ავტოკოლონა თელავისკენ დაიძრა

გაერთიანებული ოპოზიციის ავტოკოლონა რამდენიმე წუთის წინ თელავისკენ დაიძრა. დღეს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავს. “ძალა ერთობაშიას” ლიდერები და მხარდამჭერები დილით შეიკრიბნენ, კოლონები თელავისკენ უკვე მიემართებიან, მათ რიგებს დასავლეთის სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.”ძალა ერთობაშიას” ლიდერები, წევრები და მხრადამჭერები, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გამოხატავაენ საკუთარ პროტესტს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური […]

ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან თელავის აქციისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან

ინაუგურაცია, პროტესტითელავში აქციას, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაიმართება, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან შეურთდებიან. ამ წუთებში მათი მობილიზება კახეთის გზატკეცილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხდება. იქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. თელავი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხდება, 7 საათში ერეკლე მეორეს სასახლეში თავისი საპრეზიდენტო ფიცი სალომე ზურაბიშვილმა უნდა დადოს. […]

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა – ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა. საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებების პირველი ეტაპი ჟურნალისტებისგან მალულად დაიწყო. ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, იმყოფებოდა, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე გმირთა მოედანზე მისვლა სურდა, ორი დღის […]

თამაზ მეჭიაური ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს – ”ეტყობა, საერთო მიდგომაა”

მმართველი პარტიის ე.წ. ძველი გვარდიის წევრების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისინი ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართულები იყვნენ, ფიცის დადების ცერემონიაზე მოსაწვევები არ მიუღიათ. მათი თქმით, ინაუგურაციაზე არმიწვევის გამო, მმართველ გუნდზე განაწყენებული არ არიან. „არ მაქვს მოსაწვევი. მე არ ვარ განაწყენებული იმიტომ, რომ არცერთი მერი […]