კატეგორია: პოლიტიკა

უსუფაშვილი ზურაბიშვილს გამარჯვებას არ მიულოცავს – “მე მას თანავუგრძნობ”

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, მე მას თანავუგრძნობ, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. „ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, […]

გია ნოდია – „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის კომფორტული პრეზიდენტი არ იქნება”

პოლიტოლოგია გია ნოდია „ახალ თაობასთან“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს. ბატონო გია, შეაფასეთ არჩევნები. რა თქვა ამომრჩეველმა? ამომრჩეველმა იმდენად „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირა მხარი, რამდენადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი. ტაქტიკურად, მთელი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო აწყობილი. ამ კამპანიამ რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ ამავე დროს იმუშავა იმ საარჩევნო მობილიზაციამ, რომელიც დიდწილად აგებული იყო ზეწოლაზე და მოქრთამვაზე, […]

ნანა დევდარიანი – “ნაციონალების ასარჩევია, ვინ ვის ჩაჰყვება საფლავში”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახალხო დამცველი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს. – ქალბატონო ნანა, დღეს მთავარი პოლიტიკური თემა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია. ოპოზიცია მოსყიდვასა და გაყალბებაზე საუბრობს. რას იტყვით თქვენ? როგორია გარეშე თვალით დანახული სიტუაცია? – ყველგან ექსცესების წამომწყები ან ნაციონალები იყვნენ, ან მათი განაყოფი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ გაყალბებაზე, დღეს 2003 წელი ხომ აღარ […]

ოპოზიცია ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს – ”შექმენით 5 კაციანი სამუშაო ჯგუფი და კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ”

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული მათი შემდგომი ნაბიჯები. “ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი – დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ჩვენს დელეგაციას ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების […]

თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქცია იწყება

დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც. გაერთიანებული ოპოზიცია უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებს, მათი თქმით ხელისუფლებამ ხალხს არჩევანი მოპარა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ადგილზე ხახვით და კარტოფილით სავსე პარკები მიიტანეს. სწორედ რამდენიმე კილო ხახვი და კარტოფილი იქცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის სიმბოლოდ.

სალომე ზურაბიშვილი – “რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას”

მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს, – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს სააგენტო რეიტერი. ინტერვიუში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს. „რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს […]

ნიკა გვარამია სააკაშვილს – “თქვენგან განსხვავებით მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახის წევრებს შეეხნენ”

“ქვეყანა თავზე დაგვენგრა და რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რა გიქნეს და რა გაწყენინეს?!”, – ასე მიმართა “რუსთავი2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემის წამყვანსა და რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რასაც ნიკა გვარამიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. “მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები “მე მიქნეს” […]

შალვა შავგულიძე – „ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით, დესტაბილიზაცია არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს“

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის ჩატარებას პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნით 2 დეკემბერს ოპოზიცია რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს. იზიარებს თუ არა მათ მოთხოვნებს და როგორ აფასებს ჩატარებულ არჩევნებს? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს შალვა შავგულიძეს ესაუბრა: _ როგორ აფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს? _ ეს იყო […]

გიორგი მარგველაშვილი 3 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, 3 დეკემბერს შეხვდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს […]

მამუკა გამყრელიძე – “2 დეკემბრის აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ვადამდელი არჩევნები”

“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, ოპოზიცია არ აღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგება და ახალ პრეზიდენტს. 2 დეკემბერს რუსთაველზე მასშტაბური აქცია დააანონსეთ და ითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რატომ არ ცნობთ შედეგებს, რა პრეტენზიები გაქვთ? – დავიწყოთ არჩევნებით. ეს არჩევნები იყო უკიდურესად არასამართლიანი. არჩევნების გაყალბება დაიწყო ბევრად უფრო […]