საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს კომენტარის ჩაწერამდე მიმართა – „ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით“. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ „არ ეყვირათ“. მან იმ სამშაოებზე გააკეთა მცირე კომენტარი, რომელიც უკვე დაწყებულია: „ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით“. ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე – “პრეზიდენტის ფონდის გაუქმება შეცდომაა”
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის სარეზერვო ფონდის გაუქმება და დაფინანსების შემცირება მისი თანამდებობის მეტისმეტად შემცირებას ნიშნავს, მაშინ, როცა აღნიშნული ფონდის მეშვეობით „ბევრი სიკეთე კეთდებოდა“. როგორც პოლიტოლოგმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლოა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სხვა რამით ჩანაცვლდეს, რადგან მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო. „არამგონია, რომ უქმდებოდეს რაიმე შემნაცვლებლის გარეშე სწორედ იმიტომ, რომ მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო. მაშინ ძალიან მცდარ […]
ჩუგოშვილი – “მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ შეამცირა პრეზიდენტის დაფინანსება”
ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა მიზეზების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარით არის […]
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. აღნიშნული მაჩვენებელი არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მილიონი ლარი იქნება. ასევე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა და ეს მაჩვენებელი 140-ის ნაცვლად 60 იქნება. პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი […]
ლევან იზორიას, მაია ცქიტიშვილს და ივანე მაჭავარიანს ხსნიან
“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ. არაოფიციალური ინფორმაციით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა იმერეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს. არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ ერთი მიზეზი არჩევნების […]
თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის გადადგომა მოითხოვა – „გააპრავა“ ბოროტმოქმედება ქალაქის მერმა”
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ თბილისის მერმა პრაქტიკულად წაახალისა ძალადობა და ოპოზიციის მხარდამჭერების დევნა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის. თაკო ჩარკვიანი მოითხოვს, რომ ამ განცხადების შემდეგ, ქალაქის მერმა თანამდებობა დატოვოს. „მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს […]
“რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ – კალაძემ თაკო ჩარკვიანზე თავდასხმა შეაფასა
ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას საჯაროდ ახალისებს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, ქუთაისის აეროპორტში, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვინც რას დასთესს, იმას მოიმკის”. კალა კალაძე და ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიმართ ძალადობა თავად ოპოზიციის ბრალია. კალაძემ პრაქტიკულად გაამართლა ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმა და სამომავლოდ მწვანე შუქი აუნთო ყველანაირ […]
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ავლაბრის სასახლეში მივიდა – ვიდეო
მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება, – ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. „გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. […]
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად რესურსი არ გააჩნია – ირაკლი კობახიძე
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება. კობახიძემ აქციას არასერიოზული და კომიკური უწოდა: „ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი „დიდი აქცია”, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი […]
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები […]










