კატეგორია: პოლიტიკა

ზაზა ფირალიშვილი – “გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს რეალური საფუძველი არ აქვს”

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს, რომლის თანახმადაც, ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შექმნის კოალიციურ მთავრობას, ჩამოაყალიბებს ანტიკორუფციულ ბიუროს და უცხოელ მოსამართლეებს ჩამოიყვანს, რეალური და სერიოზული საფუძველი არ აქვს. როგორც ფირალიშვილი ამბობს, გრიგოლ ვაშაძემ უნდა განმარტოს, რა კონსტიტუციური საფუძვლებით გეგმავს ამ დაპირებების შესრულებას, თუ ეს არ არის მისი პოპულისტური განცხადებები. „რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს ამის უფლება არ გააჩნია. […]

„ივანიშვილმა რიგი დააყენა “ქართუ ბანკთან,” ყველას იბარებენ და სთხოვენ ქეშით მიიტანონ ფული” – უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიზნესზე ზეწოლისა და რეკეტის შესახებ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრის განცხადებას გამოეხმაურა. უდუმაშვილის შეფასებით, ივანიშვილი საკუთარი ფულით არავის დაეხმარება და ის ბიზნესისთვის წართმეული ფულით აპირებს მოვალეთა შავ სიაში მყოფი 600 ათასი პირის ვალის დაფარვას. „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ბუნებრივია მით უფრო გააძლიერებდა ბიძინა ივანიშვილი ტერორს ბიზნესზე… ის ხომ ცნობილი […]

“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ” – უკრაინულ საიტზე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის საუბარი აიტვირთა – ვიდეო

უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერი აიტვირთა. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფაილს „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“ ქვია, რომელშიც პოლიტიკოსები მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ. აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ არ დასტურდება. მიხეილ სააკაშვილი: თქვენ რაღაცა არა ხართ რევოლუციის ხასიათზე; გიორგი ვაშაძე: დღეს, მართლა გეუბნები, ახლა ბაქრაძეც იქ იყო, „კაროჩე“ ფული, ფული, ფული, აკერიათ პირზე, ფულის გარეშე […]

დავით ბერძენიშვილი: „სააკაშვილთან სპარინგისას ივანიშვილი მიბერტყილი აღმოჩნდა“

მცირე პაუზის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა. სამშაბათს, 20 ნოემბერს არჩევნებისა და არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილის გზავნილებისა და განცხადებების შესახებ „ახალ თაობასთან“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს. _ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა არასტაბილურობაზე და ა. შ. მეორე მხრივ კი თქვა, რომ […]

შაქრო ტერტერაშვილი – “ოცნების” შტაბში სალომე ზურაბიშვილის გინებაზე 5 ლარიანი ჯარიმა დაწესდა”

რა სანქციები დაუწესეს “ოცნების” აქტივისტებს, რატომ აღარ ჭრის “ოცნების” დაპირებები. რა მოხდება 28 ნოემბერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის წევრი შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება. – თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ერთ-ერთი რეგიონში, “ოცნების” საარჩევნო შტაბმა სალომე ზურაბიშვილის გინებაზე ფულადი ჯარიმა დააწესა. იხუმრეთ თუ მართალი ამბავია? – არ მიხუმრია. “ოცნების” წევრებისთვის მართლა დააწესეს სალომეს გინებაზე […]

წულუკიანი – “3 არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში გამოიჭირეს, მათ დავალება ნაციონალებისგან მიიღეს”

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების, „საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს. „ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი […]

უცნობი – “იყოს ჩემი მხრიდან ბოლო შანსი, რომელიც “ოცნებას” მივეცი” – ვიდეო

მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი აცხადებს, რომ ახალი კლიპი  “4 და 8, 4 და 8 – თუ არადა გაგერღვა!” საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გააკეთა. როგორც “პრაიმტაიმთან” საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მისი განწყობა არ შეცვლილა, უბრალოდ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წინა ხელისუფლების მობრუნება ქვეყნის სათავეში. “არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისეთივე განწყობა მაქვს ამ მთავრობის მიმართ, როგორც […]

“თუ არჩევნების მეორე ტური გაყალბდება, უვიზო რეჟიმი შეჩერდება”

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები კრიტიკულად შეაფასეს. როგორც ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და მეორე ტურში გაყალბებით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება. “შემაშფოთებელ სიგნალს ვიღებთ საქართველოდან, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს სამთავრობო სააგენტოს მიერ ყალბი პირადობის დაბეჭდვით რომ შეიცვალოს მეორე ტურის შედეგი. მეორე ტური ტარდება ოთხშაბათ დღეს, უჩვეულოა და ართულებს ოპოზიციის მომხრეებისათვის და ქართული დიასპორისათვის […]

თეიმურაზ გორჯესტანი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს, დედის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

“ქართული ოცნების” შავი პიარის სპეციალისტების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარით გათვალისწინებული კიდევ ერთი სვლა – ასე აფასებენ სახელისუფლებო კანდიდატის პოლიტიკური ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის შვილის ინიციატივას, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის ვაჟი დებატებში გამოიწვია. თეიმურაზ გორჯესტანმა ამის შესახებ განცხადება, სტუდენტებთან გააკეთა, სადაც ის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დედას ახლდა. მან თქვა, რომ სურვილი აქვს ნოდარ ვაშაძესთან ერთად კულტურასა და ქართულ ენაზე ისაუბროს. მისი […]

„ვინმე მურმანი რეკავს, 300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო“ – ნიკა გვარამიამ თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლის მიმოწერა გაასაჯაროვა

„კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. გზავნილში ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევას და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს. მიმოწერა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ითხოვს, რომ ელიზბარაშვილი და მისი მეუღლე პროკურატურამ დაკითხოს და უწყებამ ეს საქმე გამოიძიოს. „დღეს ბიზნესმენები დაიბარეს „ქართუში“ და დამატებითი ხარკი უნდა იხადოს, გაორმაგდაო, გვითხრეს, ხვალ […]