კატეგორია: პოლიტიკა

“არა მიშას, არა ნაცებს” – პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა

“არა მიშას, არა ნაცებს”, — ამ ლოზუნგით პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა. ევროპის მოედანზე პარტიის რამდენიმეათასი მხარდამჭერი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ბოკერია-სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს. მათი თქმით, არ დაუშვებენ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, ამიტომ ხმას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს აძლევენ. “მე არა მაქვს კავშირი სალომე ზურაბიშვილთან. მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არ […]

თინა ხიდაშელი ვარდების რევოლუციაზე – ”შევარდნაძე ბევრ რამეს დათმობდა, მაგრამ ასლან აბაშიძემ შეუშალა ხელი”

დღეს 23 ნოემბერია. ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ არჩევნების გაყალბებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაახლოებით 2 კვირიანი პროტესტი ზუსტად დღევანდელ დღეს ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინდელი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვარდებით შეიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. ამ პროცესს თან ახლდა მოლაპარაკებების მთელი სერიაც საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და მაშინდელი რევოლუციის […]

“ვის მოუვიდა თავში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ჩართვა საარჩევნო პროცესებში?”

“ახალი თაობა” ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას ესაუბრა. – რა შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ? ორივე კანდიდატის მხარდამჭერები აქტიურობენ. – ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ის სრულ ისტერიკაშია. “ქართული ოცნება” მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გულისთვის თითქოს ბევრს აკეთებს, მაგრამ ყველაფერი უკუღმა მისდის. ავიღოთ ისეთი მაგალითი, როგორიცაა ზურაბიშვილის შვილის მიმართვა […]

კალაძე – ”ყალბ პირადობებზე არასამთავრობოებს სათქმელი არაფერი აქვთ”

თბილისის მერმა კახა კალაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კალაძის აზრით, არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. “ვფიქრობ, არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდათ, ეს არის სიყალბე და სიცრუე, ამას არ გააკეთებდნენ, თუმცა მოხდა, რაც მოხდა. გამოძიება ყველაფერს გვაჩვენებს”- აღნიშნა კახი კალაძემ. ნიუპოსტი

რატომ სცადა თავის დაწვა ივანიშვილის სახლის წინ ზაურ გრძელიშვილმა

სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის აღორძინების ყოფილი თავმჯდომარე ზაურ გრძელიშვილი “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს ხალხის ღალატში ადანაშაულებს. ერთ დროს “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს, 2012 წელს ნაციონალები დასდევდნენ. ახლა მას “ოცნების” მიერ გადაგდებული ხალხი დასდევს. – 2012 წელს, მაშინ როცა ყველას ეშინოდა ხმის ამოღება, შევქმენი სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის აღორძინების ფონდი, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ვაწევრიანებდი. […]

“ქართულ ოცნებას” ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ბათუმში ჩაჰყავს

“ქართულ ოცნებას” არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ბათუმში ჩაყავს. მინდია გორაძემ თურქეთის საპატიმრო დღეს დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩავა. არსებული ინფორმაციით, ლავას ოღლი მმართველ პარტიას ხმების მობილიზებაში უნდა დაეხმაროს. ნიუპოსტი

”ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა” – სალომე ზურაბიშვილმა ჯარს მიმართა

ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა, – ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. „დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის […]

ზურაბიშვილი – 52%, ვაშაძე – 48% – ტელეიმედმა გელაპის კვლევა გამოაქვეყნა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა „გელაპ ინტერნეიშენალს“ დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა. ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%. შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 28%, გრიგოლ ვაშაძე – 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი […]

სერგეენკო – “არავის ვურჩევ ექიმების ღირსების შელახვას”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ისინი დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმართ ექიმების უყურადღებობაზე საუბრობდნენ. სეერგენკოს თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ექიმებისთვის მძიმე შეურაცხყოფაა. „მოვისმინე გარკვეული შეფასებები, გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია ვინმეს ენა მოუბრუნდეს, რომ ექიმმა ვიღაცას, რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ […]

“ამდენი ცირკშიც კი არ მიცინია” – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამდენი ცირკშიც არ უცინია. „გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე. გუშინ „პალიტრა ვიდეომ“ უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua-ზე დაყრდნობით მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერი […]