კატეგორია: პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა”

შვილმოკლული მამების აქციასთან დაკავშირებით ნაძვის ხის კონტექსტში კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ აქციის მონაწილეებმა დეკემბერში კარვები სხვა ადგილას უნდა გაშალონ. ხოლო გიორგი გახარიამ პროცესების განვითარების შემდგომ ვითარების დესტაბილიზაციის რისკზე ისაუბრა, მას შემდეგ რაც აქციაზე ექსცესები განვითარდა. ხომ არ იქონია ამან გავლენა „ქართული ოცნების“მზარდი რეიტინგის მქონე ფიგურებზე უარყოფითად და რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“? – […]

“აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა” – ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია. „დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები […]

რატომ გაქრა ზურაბიშვილი საარჩევნო ბანერებიდან – საპრეზიდენტო კანდიდატი კითხვებს არ პასუხობს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო ბანერებიდან მისი ფოტოს გაქრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არც დღეს პასუხობს. საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთავის კომენტარი გააკეთა, თუმცა უშუალოდ აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა.

“პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, თავი არ გეცოდებათ?” – სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს – ვიდეო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ფეისბუკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას ყველანაირად ულახავს რეპუტაციას და ზღუდავს, ამის მაგალითად სააკაშვილს ბილბორდების საკითხი და წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილის „გადამალვა“ მოჰყავს. სააკაშვილი ზურაბიშვილს მოუწოდებს დაფიქრდეს, რამდენად უღირს მსგავსი თავის მოჭრა და ქართველების მეხსიერებაში ცუდი სახელით დარჩენა: „გასაგებია, რომ […]

გიორგი ვაშაძე – “ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს – არჩევნების გაყალბების მცდელობას ტექნოლოგიურ მექანიზმებს დავუპირისპირებთ”

“ახალი თაობის” კითხვებს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას? დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს? – მიზანმიმართულად მიდის ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი. არაფერი დაძაბული სიტუაცია არ არის. ხელისუფლების მხრიდან დაძაბულობაზე საუბარი მხოლოდ ტყუილია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ქართული ოცნება”, რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს […]

ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს”

რა საფრთხე ელოდება საქართველოს ჰააგის სასამართლოდან, რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება, რატომ დაიწყეს ზოგიერთებმა საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – 1989 წლის 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თარიღია. ახლა კი ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რუსის ჯარს ნიჩბებით არავინ დაუხოცავს და გასართობად მისული ახალგაზრდები ასფიქსიით გარდაიცვალნენ. […]

გადამალული ზურაბიშვილი და ივანიშვილ-კობახიძის ბანერები – აუდიტის სამსახური ფაქტს შეისწავლის

შეიცავს თუ არა უკანონო შემოწირულობის ნიშნებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი სარეკლამო ბანერები, რომლებზეც “ქართული ოცნების” ლიდერები არიან გამოსახულნი – ამ ფაქტს აუდიტის სამსახური შეისწავლის. როგორც უწყებაში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, გამოითხოვენ ინფორმაციას ფინანსური ხარჯების შესახებ როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან, ისე – „ქართული ოცნებიდან”. დღეს წინასაარჩევნო ბილბორდებზე პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ სხვა […]

ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე კახი კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენ

ფონიჭალაში მომხდარის უბედური შემთხვევის ადგილზე თბილის მერი კახი კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი მივიდნენ. აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა. […]

დევი ჭანკოტაძე – “იმის თქმა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა, მებრძოლების გაყიდვაა”

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- ამის შესახებ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის აზრით, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, ვინც საქართველოს 2008 […]

ცესკომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა – ”ცესკო ზურაბიშვილის შტაბად გადაიქცა”

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება – რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ ცესკომ ოპოზიციის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, არჩევნები მაინც შუა კვირაში დანიშნა. კენჭისყრა პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც ცესკომ ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება არჩევნების შეჯამებისა და თარიღის დანიშვნის გადადებასთან დაკავშირებით ჩააგდო. ოპოზიციის პროტესტს წინ უძღოდა მწვავე განცხადებები. ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვდნენ განემარტათ რა მიზეზით ითხოვდა ცესკო […]