კატეგორია: პოლიტიკა

კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა – “28 ნოემბერს არჩევნებში სხვა შედეგი გვექნება”

კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ცესკო-ს მიერ ოფიციალურად არ არის დასახელებული არჩევნების დღე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა. როგორც კალაძე ამბობს, ამ კვლევის შედეგები არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ […]

მეორე ტურზე 1 ადამიანიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ითვლება

ჩაითვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად თუ ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იქნება, რა ჩანაწერია ამის შესახებ კანონში, როგორია დასავლური პრაქტიკა და როდის უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური? – ამ კითხვებით „ახალმა თაობამ“ კონსტიტუციონალისტებს, ვახუშტი მენაბდესა და ლევან ალაფიშვილს, მიმართა. ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ არჩევნებზე ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. _ ხომ არ […]

თამარ ჟვანია – ”ივანიშვილს კი არა, ცესკოს ნაციონალ წევრს შევხვდი”

არ გავსულვარ დღეს ცესკოს შენობიდან და არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მტკნარი სიცრუე, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა დატოვა, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა, ის ნაცინალური მოძრაობიდან დანიშნულ ცენტრალური […]

თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილთან შუშის სასახლეში მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილს ხვდება. მოლაპარაკებები არჩევნების თარიღზე შუშის სასახლეში მიმდინარეობს – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო 2020 ნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჟვანიასა და ივანიშვილს შორის არაფორმალური შეხვედრა დღეს დილიდან ორჯერ გადაიდო. არჩევნების თარიღი კი საარჩევნო კომისია დღის პირველ საათზე უნდა გამოეცხადებინა თუმცა, სხდომა საღამოს შვიდ საათამდე გარუკვეველი მიზეზით გადაიდო. ოპოზიციაში […]

ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასა და სისხლიან რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. ია მეტრეველის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზებისთვის მათმა სამოქალაქო მოძრაობამ კამპანია უკვე დაიწყო. მეტრეველი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის ფასადია და მისი დაბრუნება არ შეიძლება. „მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ ემხრობა „ნაციონალურ მოძრობას“, უბრალოდ, სამართლიანად განაწყენებულები ახლანდელ ხელისუფლებაზე არ […]

„ოცნებას“ თაღლითობასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხელენ

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა გიგა შუშანია „ქართულ ოცნებას“ თაღლითობასა და ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს. „ტოპნიუსის“ ცნობით, საგანეგბო ბრიფინგზე შუშანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 204 ათასი (20 ჰექტარი) კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც 270 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და 2–3 წელიწადში კი რამოდენიმე […]

გრიგოლ ვაშაძე – 56%, სალომე ზურაბიშვილი – 44% – ედისონ რისერჩმა კვლევა ჩაატარა

„ედისონ რისერჩმა“ 1-9 ნომებრის ჩათვლით კვლევა ჩაატარა. გამოკითხულია სულ 2 ათასი ადამიანი. კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას – სრული ალოკაციის შედეგად მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 56% სალომე ზურაბიშვილი – 44% კიხვაზე, საპრეზიდენტო არცევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის გარეშე, პასუხები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 38% სალომე […]

 ახალი პარტიის წევრები გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი იქნებიან

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის რამდენიმე წევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იქნება. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ახალი პარტიის – “კანონი და სამართალი” წევრები იქნებიან ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი. არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა. ipn

თაკო ჩარკვიანი: „არჩევნების შემდეგ ახალი პარტია გამოჩნდება“

არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა. „არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია […]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანმა“ გაავრცელა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომააა ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ […]