კატეგორია: პოლიტიკა

პუტინი – “საქართველომ ტერიტორიები სააკაშვილის გამო დაკარგა… ლუგარის ლაბორატორიაში თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია“

„თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია,“ – ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გააკეთა. პუტინმა ამ თემაზე დღეს პირველად ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე. „რამდენად სანდოა დოკუმენტები, ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდაოდ, საგანგაშოა. […]

„დავიღალეთ“ – ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს. ბესელიამ ამის შესახებ განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში, ნინო ჟიჟლაშვილის გადაცემაშ გააკეთა. „უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ყველა დავიღალეთ, თქვენც, მეც, რომელთაც გამოვიარეთ ის პერიოდი, […]

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა“ – კახიშვილის პირველი კომენტარი

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების გაგრძელება – გუშინ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. ჩანაწერში დიალოგი კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს. სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს. სუბელიანის თქმით, მას აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის […]

”მერაბიშვილს გაუჭირდება ნაციონალების და ”ევროპული საქართველოს” შერიგება”

შაბათს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლების შესახებ, რომლებიც „ოცნების“ ყოფილმა და ახლანდელმა ჩინოვნიკებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. კვირას „რუსთავი 2“-მა ვანო მერაბიშვილთან ციხეში ჩაწერილი ინტერვიუც გაავრცელა. ამ თემებზე „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა: _ ბატონო სოსო „რუსთავი 2“-ზე გავიდან სიუჟეტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების […]

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50.000 ლარი შესწირა

მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი და “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს, ამჯერად მისი მეუღლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სიას, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 50 ათასი ლარი, “ქართული ოცნების” რჩეული კანდიდატის ანგარიშზე, ხმაურიანი ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ, ნათია ხვისტანმა გადარიცხა. “შემოწირა ჩემმა მეუღლემ რა […]

„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები – საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ

მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების სალომე ზურაბიშილის სასარგებლოდ გასაყალბებლად ემზადება. ე.წ. „გაყალბების სქემაში“ „ქართული ოცნება“ სახელისუფლო რესურსის სხვადასხვა სახით ჩართვას გეგმავს. როგორც „ნიუპოსტს“ წყარო უყვება, ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში პედაგოგები არიან. კერძოდ, წყარო, რომელიც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით დაუკავშირდა, ამბობს, რომ „ოცნების“ გავლენიანი წარმომადგენლები საბავშვო ბაღის პედაგოგებს აიძულებენ, რომ 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშილს მისცენ […]

მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილს – “მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ”

მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა. „საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის […]

ირაკლი მექვაბიშვილი – ”ზურაბიშვილის შემომწირველმა ექიმებმა შემოსავლის წყაროები უნდა დაასაბუთონ”

ექიმი შემომწირველების საქმეზე, რომელთაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს თანხები გადაურიცხეს, გენერალურმა აუდიტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და ამ დროისთვის მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს. იკვეთება თუ არა კონკრეტული დარღვევები შემოწირულობებთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. “ვახორციელებთ ძალიან დეტალურ მონიტორინგს ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ […]

ირაკლი კობახიძე – ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დგამს სპექტაკლებს. კერძოდ კი „ომეგას საქმე“ და სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები მოიხსენია სპექტაკლად. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აწარმოებს მედიამონიტორინგს და შედეგენი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს. კობახიძე დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა […]

გია ხუხაშვილი – “არჩევნებში უხეში ჩარევა იქნება ბოლო ნაბიჯი უფსკრულისკენ, საითაც “ოცნება” მიექანება”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გია, არსებობს ასეთი მოსაზრებები, რომ არც ერთი ის არჩევნები, რომელიც აქამდე “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა, არ ჰგავს ამ არჩევნებს. ოპოზიციას პირველად ეძლევა შანსი, რომ გარდატეხა შეიტანოს ან მოიგოს კიდეც, რომ ოპოზიცია აღარ არის ისეთი სუსტი, როგორც აქამდე იყო. თქვენი პოზიცია როგორია? – ამ ლოგიკას […]