კატეგორია: პოლიტიკა

კასპში ზურაბიშვილის მომხრეებმა და ოპოზიციამ იჩხუბეს

ხმაური კასპში – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის. უთახმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს, აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და […]

მირზა სუბელიანი – ბოლომდე მწირავენ… მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე

ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, – ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს. აღნიშნულ ჩანაწერშიც სუბელიანი, სავარაუდოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და მოზარდების მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ ციხეში ერთი წლით ჩასმის პირობა მიიღო. „მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? […]

მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა. სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, სუბელიანს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მისივე თქმით, მირზა სუბელიანის გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

„ოცნება“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და სუბელიანის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს – განცხადება აღნიშნულის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა. ზოიძე გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. ჩანაწერში სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე, დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს. აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე […]

გიორგი მარგველაშილი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომის მოწვევას სთხოვს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დღეს ქვეყანაშ არსებობს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართული ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა: „გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ […]

თამრიკო ჭოხონელიძე – “ბევრი პროტესტი გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც მათ გვერდში ვედექით”

სკანდალური ჩანაწერების გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. „ბევრი კითხვის ნიშანი გვიჩნდება, ბევრი პროტესტი გვაქვს უკვე, ისეთ ადამიანებს, ვინც მათ მაქსიმალურად გვერდში ვედექით და შეიძლება ჩვენი წილი თითო ადამიანი მოყვანილიც გვყავს. არ შეიძლება საზოგადოების მოტყუება, ასე, რომ მე ველოდები მათ ქმედებას,“-აცხადებს […]

ნინელი ჭანკვეტაძე – „თავი დამანებეთ და მომცილდით. ნუ შემაწუხეთ!” – მსახიობმა ჟურნალისტს არ უპასუხა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნინელი ჭანკვეტაძე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. მსახიობს არ სურს იმაზე ლაპარაკი, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერებს, რომელიც გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გადაცდომასა და დანაშაულზე საუბრობს. მათ შორის ამბობს იმასაც, რომ მას აქვს […]

გრიგოლ ვაშაძე დაითხოვს პარლამენტს – რას აცხადებს დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძემ “ინფო რუსთავის” გადაცემაში პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ – “საქართველოს პრეზიდენტი შეცვლის და მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას რომელიც ხალხს აწუხებს. მას ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ამას გააკეთებს. როდესაც შენ პროგრამას ხალხი მხარს უჭერს და საქართველოს პრეზიდენტი ამას ვერ განახორციელებს იმის გამო რომ საქართველოს პარლამენტი შეუშლის ხელს, მას ექნება სრული ლეგიტიმაცია […]

“ზაზა ოქუაშვილი იგორ გიორგაძის მძღოლი იყო – “ომეგას” სკანდალი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის აგორებულია”

საპრეზიდენტო არჩევნების არჩევნების წინ ქვეყანა მოექცა გარე ძალებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური დაპირისპირების ეპიცენტრში. ამის შესახებ “ახალ თაობასთან” საუბრობს ყოფილი დეპუტატი, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერი მირიან მირიანაშვილი. მირიან მირიანაშვილი: – ეს არ არის კლასიკური არჩევნები. ამ არჩევნებს რუსები თავისი შავბნელი გეგმებისთვის იყენებენ, დასავლეთი კი აკვირდება, ხომ არ ჩავარდება ამ არჩევნების გამოყენებით საქართველო იმ პოლიტიკური […]

რუსუდან ფეტვიაშვილი ციხის ჩანაწერებზე – ”37 წელთან პარალელებს ვხედავ”

პარალელები 37 წელთან – მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი იმ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელდა. უკანონო ბანდფორმირებები, ადამიანების გატაცება და წამება, მოწმეებზე ზეწოლა სასურველი ჩვენებების მისაღებად, არაფორმალური მმართველობა, ტერორი ხელისუფლების დაკვეთით და ტოტალური კორუფცია – ფაქტები, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი, რუსუდან ფეტვიაშვილს 37 წლის რეპრესიების ასოციაციას უჩენს. „ეს არის ყოვლად დაუშვებელი და არ შეიძლება ასეთი რამის […]