რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ რადიოს “კომერსანტს” ინტერვიუ მისცა, რომელშიც აგვისტოს ომზე ილაპარაკა. ინტერვიუს მოკლე ვერსიას გთავაზობთ imedinews-ი. “2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი არ იყო გარდაუვალი. რომ არა სააკაშვილის უპასუხისმგებლობა, ამორალური და კრიმინალური ქმედება, არავითარი ომი არ იქნებოდა. მართალია, საქართველოში მაშინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო, თუმცა ეს არ შეიქმნა 2008 წელს, არამედ 1991-ში. პრობლემების საფუძველი 1990-იან წლებშია. ათი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ […]
კატეგორია: პოლიტიკა
„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა” – ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ. “კომერსანთან” ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხის შემცველია და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ არ დასრულებულა და ის ამ დრომდე გრძელდება. კობახიძის განცხადებით, საქართველომ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. „სამწუხაროდ, არ […]
მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა…”
„რუსული პროპაგანდა ცდილობს, მათ შორის, ადგილობრივი დამქაშების ხელით,ჩვენი მეხსიერების ჩიპის გამოცვლას” – აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროპაგანდას, რითაც ის ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო ინტერვენციის გამო პასუხისმგებლობას, წარმატები ეხმარება ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ამავე პროპაგანდის გავრცელებაში აქტიურად ეხმარება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რუსეთის მსგავსად ამტკიცებს, რომ […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი: „არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა“
არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იგი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგია. „დღეს მე პირველად ამ ვიდეოს არსებობა გავიგე თქვენგან. მე ისე გავიგე, ვითომ ეს იყო ჩეჩნური ჯგუფისგან გავრცელებული ვიდეო, მერე მითხარით, […]
ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს
ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ საბჭოზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მონაწილეობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატია
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნები 2018-ში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ ზურაბიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა: „დღეს მინდა რასაც ელოდით დიდი ხანი, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა საომე ზურაბიშვილმა
“სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო” – ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება
ისლამური სახელმწიფოს ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული. „ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! […]
რუსეთმა საქართველოში მიმდინარე წვრთნებში საფრთხე დაინახა – “უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ტანკები და ვერტმფრენები“
საქართველოში მიმდინარე წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2018“ ძალიან აღელვებს რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ წვრთნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. “ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმ განცხადებებს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ეს წვრთნები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სტაბილურობა და […]
ნაზი ჯანეზაშვილი – “ორშაბათს ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებდა”
ნინო გვენეტაძე საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა. ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი სასამართლოში არსებულ „გავლენიან ჯგუფებს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა. „ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილად მოულოდნელი. […]
აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომის სიმართლის დადგენას ცდილობდა…
31 ივლისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ის დამოკიდებულება, რაც რუსულმა მედია-პროპაგანდამ შექმნა საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებას დადებითად ვერ განაწყობს რუსი ჟურნალისტებისადმი, მაგრამ გამონაკლისი ყველგან არის. აფრიკაში მოკლული რუსული სამკაცინი გადამღები ჯგუფის უფროსი, სამხედრო ჟურნალისტი ორჰან ჯემალი სწორედ ასეთი გამონაკლისი გახლდათ, რისი თქმის უფლებას მისი პირადი ნაცნობობა მაძლევს. ის, რუსულენოვანი ჟურნალის Newsweek-ის […]










