კატეგორია: პოლიტიკა

ქვემო ქართლის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი ინიშნება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი დაინიშნება. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორის წარადგინა მომავალ კვირას მოხდება .მხარის პირველ პირს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს სავარაუდოდ სოზარ სუბარი წარუდგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეხვიაშვილი პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ახლანდელ მოადგილეებს სამსახურიდან დაითხოვს და მუშაობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს. შოთა რეხვიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის […]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძემ პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის საზღვარგარეთ, რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს […]

მარგველაშვილი – “პრეზიდენტად კენჭის ყრა ჯერ არ გადამიწყვეტია… მოქალაქეები მაქსიმალურად დავაბნიეთ”

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის  კვლევის შედეგებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უპრეცენდენტოდ მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არამხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია. „დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების […]

მარგველაშვილი 6%, ბაქრაძე 6%, ნათელაშვილი 4% – NDI-ს კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებზე

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემთ ხმას? NDI-ს კვლევის თანახმად, პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: არ ვიცი – 32% არც ერთი – 15% ქართული ოცნების კანდიდატი – 12% ენმ-ის კანდიდატი – 10% უარი პასუხზე – 8% გიორგი მარგველაშვილი – 6% დავით ბაქრაძე – 6% შალვა ნათელაშვილი – 4% სხვა – 7% კვლევა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩატარდა […]

ლევან ვასაძე – “ივანიშვილი უნდა წავიდეს”

მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კატასტროფას უწოდებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ამბობს, რომ „ქვეყნის ისეთივე დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორც ეს პარლამენტის მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მე ძნელად თუ გავიხსენებ ასეთ მავნებლური, ცინიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას”. როგორც ვასაძემ თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს და […]

გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის – ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს ე.წ. მოძრავი ავტობუსი დატა-ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ბიზნესმენი, კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი, გიორგი სოზაშვილი, აცხადებს, რომ ტექნიკა ძვირადღირებულია და ის, დაახლოებით, მილიონი დოლარი ღირს. დატა-ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, მას კონკრეტული პირები ამგვარი მეთოდებით უსწორდებიან. „აღვწეროთ-მეთქი და […]

სალომე ზურაბიშვილი – „ცოტაც კიდევ მოითმინე, გულო“

საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ imedinews-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, საელჩოსთვის მიმართვა ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება. თავად სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არ ისურვა დამხოლოდ ის თქვა, რომ ბოლო ერთი კვირა “ოჯახურ საქმეებზეა გადართული”. “ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის. ჟურნალისტები არ მიწყენენ, რომ ეს […]

გიორგი ვაშაძე – “მარგველაშვილისგან საერთოდ რას უნდა ველოდოთ, აღარ ვიცი”

“ახალი თაობის”კითხვებს კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, ოპოზიციის დიდი ნაწილი აკრიტიკებს პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ იგი საგრძნობლად აჭიანურებს არჩევნების თარიღის გამოცხადებას, ხელისუფლებას გაურიგდა და მის წისქვილზე ასხამს წყალსო. თქვენც ასე ფიქრობთ? – დიახ, ასეა. ძალიან სამწუხაროა, რომ მარგველაშვილი ხელისუფლების და “ქართული ოცნების” თამაშს თამაშობს, ისევე, როგორც აჭარის შემთხვევაში იყო. ისევ იგივე […]

ანზორ აბრალავა – “ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ახლანდელი კურსი არ შეიცვლება”

მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – ამბობდით, რომ ვინც უნდა დააყენოს “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო ყველა გაიმარჯვებსო. საქმე ისაა, რომ მმართველი პარტია კანდიდატს საერთოდ არ ასახელებს. – მართლაც, ითქვა, რომ მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი შეიძლება არ ჰყავდეს. ეს კურსის ცვლილებას არ ნიშნავს. ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ახლანდელი […]

“ივანიშვილი შეგუებულია, რომ მიდის” – აკაკი ასათიანი: “მთელი მისი ინტერვიუ თავის მართლება იყო”

“ახალი თაობის” კითხვებს ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს. – ბატონო აკაკი, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა აქტუალობას კვლავაც არ კარგავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, ახლა მის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უკვე გვიანია. რას იტყვით თქვენ? – მე მგონია, რომ თვითონაც შეგუებულია. შეგნებულად თუ შეუგნებლად თვითონაც გაცნობიერებული აქვს, რომ მიდის თვითონაც და მისი ხელისუფლებაც. […]