კატეგორია: პოლიტიკა

“საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ექნება”- დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრუსელში გამართულ პრესკომფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა. “საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდით და დადებითი შთაბეჭდილება დაგვრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა”- განაცხადა ტრამპმა.

” წარმოდგენილ გუნდში ვერ ვხედავთ პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს” – სერგო რატიანი ახალ სამთავრობო გუნდზე

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანის ახალ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ კანდიდატებში პარტია პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ვერ ხედავს. ,,პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად ტექნიკური მთავრობის მსგავსია, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება’’ […]

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად გახრდება ალიანსის წევრი. “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენმა ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის”, – ციტირებს “რია ნოვოსტი” სტოლტენბერგს. შეგახსენებთ, რომ მოკავშირეებმა ერთობლივ განხცხადებაში საქართველოს რეფორმების პროგრესი აღიარეს.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. დღეს მინისტრთა კაბინეტი პრემიერმა ბახტაძემ წარადგინა. ახალ კაბინეტში უცვლელად რჩებიან ძალოვანი უწყების მინისტრები, იცვლება მხოლოდ ეკონომიკური გუნდი და განათლების მინისტრი. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი იქნება, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნისტრი – გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრი- დავით ზალკალიანი. მთავრობის ადმინისტრაციას კახა […]

თალაკვაძე – “ახალ კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება. ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი დარჩება. თალაკვაძის განმარტებით, ხვალინდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძე სხვა საკადრო გადაადგილებებზეც ილაპარაკებს და ცნობილი გახდება, ყოფილი მინისტრებიდან ვინ სად გააგრძელებს მუშაობას. ახალ სამთავრობო შემადგენლობაზე კონსულტაციების ბოლო ეტაპი უკვე დასრულდა. […]

სოსო ცინცაძე: “ქართული ოცნება” ორად გაიყოფა, ივანიშვილი ამას შორიდან უყურებს”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, მინისტრთა კაბიბეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით თითქოს შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ “ქართული ოცნების” ოფისში კვლავ იქნება შეხვედრა საკადრო საკითხებზე. როგორ ფიქრობთ, გუნდში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საკადრო საკითხებზე უფრო მასშტაბური გახდება? – “ქართული ოცნების” გუნდში წინააღმდეგობა უკვე აშკარად არის გამოკვეთილი და ამის დამალვა სასაცილოც აღარ […]

შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად წარადგინეს – 12 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცედურის თანახმად, შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პარლამენტმა. შალვა […]

გია ხუხაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“  ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ“

მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ, უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ მემორანდუმის შეფასებისას განუცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის გაკონტროლება, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს და […]

შალვა თადუმაძე: „თეა წულუკიანს ჩემთვის კითხვები არ დაუსვამს“

საპროკურორო საბჭოს სხდომიდან შალვა თადუმაძე გამოვიდა, მან საბჭოს წევრებს თავისი ხედვები გააცნო. თადუმაძის თქმით, იუსტიციის მინისტრს მისთვის კითხვები არ დაუსვამას: „მე წარვსდექი საბჭოს წინაშე წარვუდგინე ჩემი ხედვა, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ის არ მონაწილეობდა აღნიშნულ შესარჩევ კონკურსში, მისი გადაწყვეტილება იყო რომ ჩემთვის კითხები არ დაესვა, სხვა ყველა წევრმა კითხვები დამისვა და მე პასუხი გავეცი“, – […]

შალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა

შალვა შავგულიძემ პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს. „მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ სხდომა გახსნილიყო საბჭოს წევრებმა ეს არ გაითვალისწინებს. ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს სხდომა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი […]