კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება“

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშორებით გიორგი მარგველშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება და პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს. “ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ […]

რამაზ საყვარელიძე – “ბატიაშვილი როცა ჟურნალისტი იყო, მაშინ შევარდნაძის პრესმდივანი ვიყავი”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალ მინისტრებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ წარმოდგენილ ახალ კაბინეტში პოლიტიკური წონის მქონე არც ერთი ფიგურა არ არის, ეს უფრო ტექნიკური მთავრობის მსგავსია. თქვენ რას იტყვით? – ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ფიგურა, როგორიც თავის დროზე ეკონომიკის მინისტრი ქობალია იყო, სწორია რატიანი, ახლა არ არის. ადამიანი, […]

გოგი წულაიამ პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანა

პარტია “თავისუფალმა საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად კუბო მიიტანა. პარლამენტთან ასევე იმყოფებოდნენ მუსიკოსებიც, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს. წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება. “ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი საბოლოოდ დასამარდა”, – […]

სერგეენკო, სუბარი, ცქიტიშვილი – ვინ იქნება „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი

საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. „ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში […]

რა ჰკითხა ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე

“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები. “მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს?- მიმართა ინგა გრიგოლიამ დეპუტატს: რომან კაკულია: “არა, მე უბრალოდ უარყოფას არ ვაკეთებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დეპუტატს აქვს […]

გიორგი ქობულია – ”რა კარგი იყო სააკაშვილთან მცხეთის სალობიეში!”

„სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთაში სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, დეპუტატებთან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების მისამართით ისმოდა, ერთ-ერთი კითხვა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა. „ბატონ მიხეილ სააკაშვილთან […]

კვირიკაშვილი – ”საჯარო აქტივობა დავასრულე”

საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სვეტიცხოველში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა. კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა შეფასება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით სთხოვეს, ასევე დაინტერესდნენ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საჯარო აქტივობას. „რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ […]

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეორე მხრივ, საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით,“ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მოახლოებულ […]

კახი კახიშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატად ჩემს წარდგენას 100 პროცენტით გამოვრიცხავ

– საპრეზიდენტო კანდიდატად ჩემს წარდგენას 100 პროცენტით გამოვრიცხავ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. “100 %-ით გამოვრიცხავ. ამის სურვილი მე არ მაქვს. მე არ მიყვარს ასეთი ძალიან აქტიური პოლიტიკური თანამდებობები. შემოთავაზება არც ყოფილა და რომც იყოს 100%-ით გამოვრიცხავ”, – განაცხადა კახი კახიშვილმა. ipress.ge

მარგველაშვილი – ”რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? რა დააშავა ამ ადამიანმა? მე პასუხი არ მაქვს”

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში კომენტარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლაზეც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე კითხვები არა მხოლოდ პარტნიორებს არამედ, რიგით მოქალაქეებსაც აქვთ. „ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრაპოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან […]