კატეგორია: პოლიტიკა

შალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!

როგორც ამბობენ, შალვა თადუმაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნათლიმამა, მალე გახდება საქართველოს მთავარი პროკურორი. წულუკიანმა ჭკუა იხმარა და მას შემდეგ რაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ნათელმირონობის შესახებ, თავად არ წარადგინა პროკურორობის კანდიდატები. ეს მეტად ძნელი მისია წულუკიანის მოადგილეს დაეკისრა. მაშ ასე, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის […]

მამუკა მდინარაძე – ”ახალი მინისტრების ვინაობას შემდეგ კვირაში გაიგებთ”

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატთა კონკრეტული სახელები და გვარებიც მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. მდინარაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტზე და განაცხადა, რომ ოპოზიცია არის ტენდენციური, რადგან არ იცნობს კანდიდატების ხედვებს და ისე უცხადებს მათ უნდობლობას. „ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, […]

კონსტანტინე გამსახურდია – “კვირიკაშვილი ისეთი გაბრაზებული წავიდა, სახლში მშვიდად არ დაჯდება”

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო კონსტანტინე, დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც ის მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებას სთხოვს, რასაც ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციურ ფლანგზეც გაურკვევლობაა. რატომ? – “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთუარობით პოლიტიკური ლანდშაფტის გაუდაბურება მოახერხა. ამიტომაც არის, რომ ინიციატივები, რომლებიც […]

აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა რიჟვაძეს მიანიჭა. მისი განცხადებით, ის რეგიონს კარგად იცნობს და სამოქმედო პროგრამას მაშინ წარადგენს, როდესაც მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად შეიკრიბებიან. რიჟვაძე ცვლილებებსაც აანონსებს. მას […]

ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს, ალავიძე აეროპორტიდან მოაბრუნეს – ვინ ერჩის კვირიკაშვილის კადრებს

როგორც ,,2020NEWS”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის […]

“უსუფაშვილს სამიტის შემდეგ შევხვდები” – მარგველაშვილმა წერილს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას  ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ღია წერილში დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, ღია წერილს გუშინ გაეცნო და წერილის შინაარს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს. „მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგია, […]

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა – ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის […]

უსუფაშვილმა მარგველაშვილს ღია წერილი მიწერა – ”ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მაგრამ…”

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს. მარგველაშვილის სახელზე დაწერილ ღია წერილს “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა… გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას! ვითარება რთულია: – ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს; – ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის […]

გიორგი კვირიკაშვილი ”ქართული ოცნებიდან” გარიცხეს?

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდანა” გარიცხეს. პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გარიცხვას ადგილი არ ჰქონია. „გარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბუნებრივია, […]

პატარაძის შემდეგ გუბერნატორები და “ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები წავლენ?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სავარაუდოდ თანამდებობებს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსებიც დატოვებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ყველა ის გუბერნატორი რომელიც კვრიკაშვილის კადრად მოიაზრება უახლოეს დღეებში “საკუთარი სურვილით” თანამდებობას დატოვებს. გუბერნატორებთან ერთად თანამდებობები შესაძლოა დატოვონ მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა, რომლებიც კვირიკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის დროს იქნენ დანიშნული.