კატეგორია: პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პატარაძის თქმით, პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუნდურად მიღებულია. “მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მან მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას” იმისათვის, რომ მისცა საშუალება, დაეკავებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი. […]

დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, გადადგა?

დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღარ მივა. გუშინდელი ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ სიგუა თავს შეუძლოდ გრძნობს და კომისიას დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გაუგზავნიან. „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ იოსებ სიგუამ გუშინდელი სხდომის შემდეგ პატაკი დაწერა და თანამდებობა დატოვა. კომისიის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ სიგუამ ამ გზით კითხვებზე თავის არიდებს […]

დავით ჭიჭინაძე: “თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჭიჭინაძე რიგგარეშე საპარლემენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.”თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”- თქვა დეპუტატმა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ელოდება როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და ვინ იქნებიან ახალი სახეები. „თუ მთავრობა შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მთავრობას ვგულისხმობ, მაშინ […]

პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს დაუპირისპირდა – “გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით”

განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს დაუპირისპირდა. პაპუაშვილმა გიორგი ბაქრაძეს რუსთაველის თეატრში მომხდარ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა. დეპუტატის ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის ყოფილმა დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას რუსთაველის თეატრის კომერციული დირექტორი ცარიელ ბლანკზე ხელის მოწერას აიძულებდა. „ყიასაშვილმა ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე უარი თქვა და […]

მარგველაშვილმა სააკაშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა

უარი მოქალაქეობის აღდგენაზე – ასეთია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის პასუხი მესამე პრეზიდენტის მოთხოვნაზე. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ მას მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით, პრეზიდენტისთვის არც კი მიუმართავს. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა. მისი თქმით  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მისი დაბრუნების ეშინია, პოლიტიკური დევნის რეალური მიზეზიც […]

მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება

ამ დრომდე უცნობია, ვის დაასახელებს “ქართული ოცნება” მთავარი პროკურორის კანდიდატად. მმართველმა გუნდმა მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მთავარი პროკურორობის კანდიდატად შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე დაასახელოს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არ გამართულა. გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ […]

კახა კუკავა – “მამუკა ბახტაძე მიხეილ სააკაშვილს ბაძავს – კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, რომ ზედმეტად გაძლიერდა”

“ახალი თაობის” კითხვებს “ახალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, მამუკა ბახტაძემ დიდი ზარზეიმით გვახარა, ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაშიო. არადა გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკაში ჩავარდნისთვის გაუშვეს. რას ერჩოდნენ ყოფილ პრემიერს, თუ ყველაფერი ასე კარგად იყო ეკონომიკაში? – არასერიოზულ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე და მთავრობა არასერიოზულ სპექტაკლს გვთავაზობს და ამას სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ. ძალიან კარგად […]

რამაზ საყვარელიძე: “წულუკიანს მინისტრობიდან მოვხსნიდი და “ოცნების” პოლიტიკურ მდივნად დავნიშნავდი”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ მას ახალი ინიციატივა ექნება ავტოპარკთან დაკავშირებით. ყველას ახსოვს შავი ჯიპების თემა. ახალი კამპანია იწყება თუ ცვლილებებს მართლაც უნდა ველოდოთ? – აქ იმდენად შავი ჯიპები კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ეს შავი ჯიპები გამოხატავენ დამოკიდებულებას და განწყობას საზოგადოებასა და […]

მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს ორგანულად ვერ იტანს!

პრემიერის მამიდაშვილი „სააფთიაქო ნარკოდანაშაულის“ სკანდალში იყო გახვეული?! „ქართული ოცნებაში“ მოსალოდნელი მორიგი სკანდალი კვლავ ჯერ არ დამტკიცებულ პრემიერ-მინისტრის სახელს უკავშირდება. მამუკა ბახტაძე ახლა ორცეცხლშუა იწვის. მოარული ხმებით, იგი ორგანულად ვერ იტანს დავით სერგეენკოს და, შესაბამისად, მას არ მოიაზრებს ახალ მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრად. თუმცა, ბახტაძემ, ისევე როგორც ყველამ, კარგად იცის, რომ სერგეენკო ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი მიღებული […]

ბიძინა გუჯაბიძე – “გიორგი შენგელაიას ბოღმიანი გამონათქვამებისთვის სტიპენდიას არავინ მოუხსნის”

“ახალი თაობა” დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა. – ბატობო ბიძინა, მოგეხსენებათ, გიორგი შენგელია, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილს აქებდა, შემდეგ გადაირია, ბიძინა სტიპენდიას მიხსნისო. უმადურობა ხომ არ გამოდის ინტელიგენციის ამ წარმომადგენლის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ათასგვარი ეპითეტებით შემკობა? – ინტელიგენტობა სულიერი მდგომარეობაა და სულაც არ ნიშნავს პატრიოტს, ან კინორეჟისორს. შეიძლება ადამიანი არ იყოს კინორეჟისორი, მაგრამ იყოს ინტელიგენტი. რაც […]