ალეკო ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა. ელისაშვილი სარალიძეს ვერ შეხვდა, ვინაიდან სარალიძე ამ წუთებში რუსთაველზე არ იმყოფება და ელისაშვილის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონიც ამ დროისთვის გამორთულია. როგორც ელისაშვილი ამბობს, სარალიძეს ამ დღეების განმავლობაშიც მოუწოდებდა, გვერდიდან ჩამოეშორებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ზვიად კუპრავაც, რადგან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადამიანის გულწრფელ ტრაგედიასა და ტკივილს საკუთარი მიზნების […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოთარ კახიძე – “პარტიებთან თანამშრომლობა კარავში კონსულტაციით ვერ გადაწყდება”
“რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ეს კარავში კონსულტაციით ვერ გადაწყდება, ეს კონსულტაცია გაგრძელდება. ჩვენ ვიმსჯელებთ როგორც პარტიაში, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,“ – ეს განცხადებაევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ მდგარ კარავში ზაზა სარალიძესთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად კონსულტაციებს მართავდა. „ჩვენ აქციაზე ვიქნებით ხვალ ისევე, როგორც […]
ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ
ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის კონსულტაციები დასრულდა. აქცია ხვალ 18:00 საათზე დაიწყება. სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ. ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა აქციაზე შეკრებილებს ერთად მიესალმნენ. – მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რათა სისტემა […]
მირზა სუბელიანი: მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი, რომელსაც ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, თავის პირველ სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ მზადაა პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს. მირზა სუბელიანმა კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკვირაო გადაცემას მისცა. „წამოვიყვანე ჩემი ჩვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ. თუ იქნება რაიმე კითხვის […]
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეერაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა. პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს
„დღეს ევროპული საქართველოს და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა, შევთავაზო საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გააკეთა. დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის მიერ ახალი პროკურორის დახურულ კარს მიღმა შერჩევას აკრიტიკებს. ბაქრაძის განცხადებით, ზაზა სარალიძის მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და სწორედ ამიტომ სთავაზობენ […]
პარლამენტთან აქცია დღეს, 18:00 საათზე განახლდება
სკანდალური ვიდეო, რომელიც ზვიად კუპრავამ აქციაზე მედიასაშუალებებს აჩვენა
თინა ხიდაშელი – “ჩემს ძმას სუსში არასდროს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილმა გამოუშვა”
ზვიად კუპრავამ მიტინგზე განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის ძმამ მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ იგეგმება ზაზა სარალიძეზე თავდასხმა. რამდენიმე წუთის წინ თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა: “ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი: 1. არაფერი ვიცი იმაზე რასაც ამბობს. 2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა. 3. ვერ ვხედავ ვიდეოში რა ხდება და […]
“თინა ხიდაშელის ძმამ გვითხრა, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა” – ზვიად კუპრავა შს მინისტრს მიმართავს
თინა ხიდაშელის ძმამ, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია გვითხრა, რომ იგეგმება აქციაზე პროვოკაცია – ეს განცხადება აქციაზე ზვიად კუპრავამ გააკეთა. – მივმართავ გვახარიას, დაიბაროს ეს ადამიანი და დაკითხონ, ამავდროულად მოვუწოდებ, მოვიდეს აქ ჯგუფი შს სამინისტროსი და მე მივცემ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რას გეგმავს სუს-ის პროვოკატორთა ჯგუდი, საუბარია ზაზას დაჭრის მცდელობაზე და ა.შ. – განაცხადა კუპრავამ. ნიუპოსტი










