შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძეზე მოსალოდნელი პროვოკაციების გამო უწყება მას დაცვას სთავაზობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა გამოეხმაურა. ზაზა სარალიძის თქმით, 6 თვის განმავლობაში ითხოვდა მისი შვილის მკვლელების დასჯას და ახლა მას შსს-სგან დაცვა არ სჭირდება. სარალიძის განცხადებით, მის უფლებებს აქციაზე შეკრებილი ხალხი იცავს. – მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა, 6 […]
კატეგორია: პოლიტიკა
ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 12 აქტივისტი დააკავეს – ტრისტან წითელაშვილი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს
ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 12 აქტივისტი დააკავეს. ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში ტრისტან წითელაშვილი გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, „ქართული მარშის“ წევრები სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. „ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი გადაინაცვლებენ თუ არა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ იმართება. დიდ […]
“მე ამ საქმეში არ გავჩერდები” – პრეზიდენტის პირველი კომენტარი სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გაეცნო ზაზა სარალიძის პრეტენზიებს, რომელიც მას გამოძიების მისამართით აქვს. „ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ვუერთდები, როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისტკივილი, რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები […]
პარლამენტთან კარავში ზაზა სარალიძესთან პრეზიდენტი მივიდა
ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ – ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ – შსს დატოვეს
შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ – ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ შსს-ს შენობა დატოვეს. მათ კომენტარი არ გააკეთეს. მათი განმარტებით, მათ ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე. მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადეს, რომ საქმის ფარგლებში დამატებითი გადაწყვეტილებებია მისაღები. თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ ისინი ინფორმაციას არ აჟღერებენ. ისინი იმ მსჯავრდებულის […]
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისიდან კოლონა დაიძრა
კურიერი – მირზა სუბელიანი ამ წუთებში იმყოფება შსს-ში
პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს საქართველო არ დაუტოვებია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, არ შეესაბამება სიმართელეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა. რამდენიმე წუთის წინ კი კურიერის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ კურიერის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ამ წუთებში იმყოფება შსს-ში.
კვირიკაშვილი – “ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა”
– მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას გამოეხმაურა, მთავრობის გადადგომის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება პრობლემა არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, დღეს “ამის სიტუაცია ” არ არის, […]
გიორგი კვირიკაშვილი აქციიდან გააძევეს – პრემიერი დაცვამ გაიყვანა
პრემიერი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდა, მაგრამ შეკრებილებმა მას არ მოუსმინეს. პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ნივთებს ესროდნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პრემიერმინისტრს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერმინისტრი რამდენიმე წუთის წინ მივიდა.










