საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისიძებაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვი – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”იმყოფებიან. მისი თქმით, სწორედ ეფექტური რეაგირება აგვაცილებს იმ ტრაგედიებს, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას თავს დაატყდა. “ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე და არ შემიძლია თავი ავარიდოთ იმის თქმას, თუ რაოდენ ვუჭერთ მხარს თქვენს ქვეყანას იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებთ თქვენი მკაცრი მეზობლის წინაშე. […]
კატეგორია: პოლიტიკა
დედოფალმა ელისაბედ II-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე“, […]
ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა
თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ინტერპრესნიუსი
საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები საული ნიინისტო და ანჯეი დუდა ეწვივნენ
საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს. შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – 100 წლის თარიღია. პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს პოლონეთიც აღნიშნავს დომოუკიდებლობის 100 […]
რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – “მე არ გამოვხატავ “ოცნების” პოზიციას”
გუშინ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ფეისბუქში პოსტი დადო, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ზუგდიდის მერმა დაწერა: “თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებს და მენეჯმენტს: გთხოვთ გაითვალისწინოთ 24 მაისის საპატრიარქოს განცხადება და არ განათავსოთ თქვენი კომპანიის რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას. მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვ მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე.” რუსთავი 2-ის გენდირექტორ […]
თამარ კორძაია – “გახარია ორმაგი სტანდარტებით საუბრობს”
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თამარ კორძაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს. – ქალბატონო თამარ, “ქართული ოცნების” წევრები და ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში შეკრებილნი იყვნენ და ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ. გუნდში პოზიციები ერთგვაროვანი არ არის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, შეიცვლება არსებული ნარკოპოლიტიკა? – ჩვენ, რესპუბლუკელებს, ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. სისხლის […]
სერგო რატიანი: “ცენზურის დაკანონებას ვერ შევეგუებით”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სერგო რატიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო სერგო, თქვენი პარტია განცხადებას ავრცელებს ბესელია-გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილ კანონპროეტთან დაკავშირებით, რომელიც “კულტურის შესახებ” კანონში და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებას ეხება. ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოური ტიპის ცენზურის დაბრუნება და ა.შ. […]
დალია გრიბაუსკაიტე თბილისში ჩამოვიდა
საქართველოში ვიზიტი დაიწყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში […]
იზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისგან მსგავსი ხასიათის განცხადება გასაკვირი არ არის. მინისტრმა დასძინა, რომ “რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის […]
პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 59 მსჯავრდებულს. შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე. „როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ […]










