კატეგორია: პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ”დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს” – პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს

ვარლამ ლიპარტელიანი: ”დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს” - პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ძიუდოისტებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. – ჩვენ ვდგავართ აქ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რა მდგომარეობაშია ქართული ძიუდო, უშუალოდ ვინ მართავს ფედერაციას და ვინ არის დავით ქევხიშვილი. იგი ყველა გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, ყველასთან შეუთანხმებლად. აქედან გამომდინარე, მასთან მუშაობა არის შეუძლებელი. მან […]

კვირიკაშვილი – 2021 წლამდე ნატოში უნდა შევიდეთ – მრგვალი მაგიდა პარლამენტში

კვირიკაშვილი - 2021 წლამდე ნატოში უნდა შევიდეთ - მრგვალი მაგიდა პარლამენტში

26 მაისი საქართველოს მოსახლეობას 7-მა პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდენტები და თბილისში ჩამოსული დელეგაციები დღის ბოლოს პარლამენტში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ. “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ათწლეულის სტრატეგია” – შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ, როგორც 100 წლის წინ, საქართველო დღესაც რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ისინი ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ. – […]

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. „კარგად არიან, ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ჯანზეა საქართველოსთვის, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისინი დილის 6 საათიდან ადგილზე იმყოფებიან და აუცილებელი იყო სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ ჰქონოდათ უფრო მეტი […]

გიორგი მარგველაშვილი: თუკი ფრთხილად არ ვიქნებით, ტრაგედიებს მივიღებთ კვლავ

გიორგი მარგველაშვილი: თუკი ფრთხილად არ ვიქნებით, ტრაგედიებს მივიღებთ კვლავ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისიძებაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვი – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”იმყოფებიან. მისი თქმით, სწორედ ეფექტური რეაგირება აგვაცილებს იმ ტრაგედიებს, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას თავს დაატყდა. “ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე და არ შემიძლია თავი ავარიდოთ იმის თქმას, თუ რაოდენ ვუჭერთ მხარს თქვენს ქვეყანას იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებთ თქვენი მკაცრი მეზობლის წინაშე. […]

დედოფალმა ელისაბედ II-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დედოფალმა ელისაბედ II-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე“, […]

ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ინტერპრესნიუსი

საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები საული ნიინისტო და ანჯეი დუდა ეწვივნენ

საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები საული ნიინისტო და ანჯეი დუდა ეწვივნენ

საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს. შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – 100 წლის თარიღია. პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს პოლონეთიც აღნიშნავს დომოუკიდებლობის 100 […]

რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – “მე არ გამოვხატავ “ოცნების” პოზიციას”

რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - "მე არ გამოვხატავ "ოცნების" პოზიციას"

გუშინ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ფეისბუქში პოსტი დადო, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ზუგდიდის მერმა დაწერა: “თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებს და მენეჯმენტს: გთხოვთ გაითვალისწინოთ 24 მაისის საპატრიარქოს განცხადება და არ განათავსოთ თქვენი კომპანიის რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას. მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვ მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე.” რუსთავი 2-ის გენდირექტორ […]

თამარ კორძაია – “გახარია ორმაგი სტანდარტებით საუბრობს”

თამარ კორძაია - "გახარია ორმაგი სტანდარტებით საუბრობს"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თამარ კორძაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს. – ქალბატონო თამარ, “ქართული ოცნების” წევრები და ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში შეკრებილნი იყვნენ და ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ. გუნდში პოზიციები ერთგვაროვანი არ არის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, შეიცვლება არსებული ნარკოპოლიტიკა? – ჩვენ, რესპუბლუკელებს, ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. სისხლის […]

სერგო რატიანი: “ცენზურის დაკანონებას ვერ შევეგუებით”

სერგო რატიანი: „სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სერგო რატიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო სერგო, თქვენი პარტია განცხადებას ავრცელებს ბესელია-გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილ კანონპროეტთან დაკავშირებით, რომელიც “კულტურის შესახებ” კანონში და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებას ეხება. ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოური ტიპის ცენზურის დაბრუნება და ა.შ. […]