კატეგორია: პოლიტიკა

„ბატონ ბიძინას დაბრუნება მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”- ხადური პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა მცირდება – მმართველ გუნდში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ, ამიტომ უცნობია ვინ წავა და ვინ დარჩება. საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მას პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშრებით კონსულტაციები არავისთან ჰქონია: „მოლოდინები არის ძალიან კარგი, ბატონ ბიძინას დაბრუნება პარტიაში უდაოდ მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მე […]

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა – პროკურორი პოლიციაში გადავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო […]

ვის გაუშვებს ივანიშვილი ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოდან – დიდი წმენდის მოლოდინში

“ტვ. პირველის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოდან პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს წასვლა მოუწევს. “რეაქციის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, უახლოეს ყრილობაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ, პოლიტსაბჭოდან გაუშვებენ ყველას გარდა აღმასრულებელი მდივნის – ირაკლი კობახიძის, გენერალურეი მდივნის – კახი კალაძის და თავად კვირიკაშვილისა, ის პოლიტსაბჭოში რიგით წევრად რჩება. ნიუპოსტი

ნათელაშვილი _ აფთარი გამოვაგდეთ ბუნაგიდან

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. _ აფთარი გამოვაგდეთ ბუნაგიდან. ვფიქრობ მისი მონადირება ჩვენ ხალხს აღარ უნდა გაუძნელდეს, – ამბობს ნათელაშვილი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს […]

„ივანიშვილის იძულება გამოსულიყო ჩრდილიდან ადასტურებს, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში“ – გიგა ბოკერია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნების გზით მოცილება უშველის: „ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან, უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, კრიზისია მთელ ქვეყანაში, ოღონდ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, […]

ბაჩუკი ქარდავა: „ეს არის ივანიშვილის ცრუ ნაბიჯი, ნაკუწებად ქცეული, გაკოტრებული ოცნების გადასარჩენად“

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ,,ცრუ ნაბიჯს“ უწოდებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, ექსპრემიერის მხრიდან ,,ხალხის დასაბოლებლად“ მიღებული გადაწყვეტილება, მარცხისთვისაა განწირული.„ის იძულებული გახდა, ოფიცილურად მობრუნებულიყო იქ, საიდანაც არც იყო წასული. ეს არის ცრუ ნაბიჯი, არა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ნკუწებად ქცეული და საზოგადოებაში უკვე გაკოტრებული “ოცნების” გადასარჩენად. აშკარაა, რომ ეს არის იძულებითი, […]

“ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე” – რას ამბობდა ივანიშვილი 2015 წელს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, სამი წლის წინ, 2015 წლის 18 ივნისს აცხადებდა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა თუ “სიტუაცია ცუდად უნდა დატრიალებულიყო”. “მგონია, რომ მაგის სიტუაცია არ არის დღეს. განმიცხადებია ხშირად და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც… ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური – რომ ვხედავთ, რომ საზოგადოება ვეღარ ახერხებს […]

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.”მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩადგომოდა პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი […]

“ქართულ ოცნებაში” ახალი დაპირისპირებაა – სხდომაზე გედი ფოფხაძე არ მიიწვიეს

“ქართულ ოცნებაში” შესაძლოა მორიგი დაპირისპირების ტალღა დაიწყოს – „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ე.წ. ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს. უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს გედევან ფოფხაძე, რომელიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. დეპუტატი ოცნების შეხვედრაზე არავის მიუწვევია. რაც დანამდვილებით არის ცნობილი, ის არის, რომ “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, ფრაქციებისა […]

შოთა უტიაშვილი – „ემზარ კვიციანი გარეცხეს, გაწმინდეს და ახლა პარლამენტში დაგვისვეს“

კოდორის ხეობის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის განცხადებას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ეხმაურება. შოთა უტიაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანმა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო და ეს ყველასთვის ცნობილია. – ემზარ კვიციანთან დაკავშირებით კითხები არ არსებობს და არც არასდროს არ არსებობდა. ამ კაცმა 2006 წელს მოაწყო შეიარაღებული ამბოხება სამშობლოს წინააღმდეგ. ცეცხლი გაიხსნა საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს […]