„ბატონ ბიძინას დაბრუნება მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”- ხადური პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით

„ბატონ ბიძინას დაბრუნება მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს"- ხადური პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა მცირდება – მმართველ გუნდში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ, ამიტომ უცნობია ვინ წავა და ვინ დარჩება.

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მას პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშრებით კონსულტაციები არავისთან ჰქონია:

„მოლოდინები არის ძალიან კარგი, ბატონ ბიძინას დაბრუნება პარტიაში უდაოდ მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მე ამ წუთას ვარ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. დატოვებასთან დაკავშირებით მე კონსულტაციები არავისთან არ მქონია,“ – განაცხადა ხადურმა.