კატეგორია: პოლიტიკა

მარგველაშვილი – ”უბინძურესი შავი პიარი ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. – იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიხვეწოს შეწყალების კომისიის მიმართულებით დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც. მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, […]

დავით ჭიჭინაძე – ”კოლექტიური ზარდიაშვილები პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ”

– თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პირობა იქნება, მოლაპარაკება ვერ შედგება. – მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენ მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა […]

ვახტანგ გომელაური – ”უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ცდილობენ”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უწყების ანგარიშს წარადგენს. გომელაურმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოკუპაცია დაასახელა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, რომ გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები. – რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა […]

„ივანიშვილის შვილებს არ ვიცნობ“ – მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილებს არ იცნობს, – ამის შესახებ თავად მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ე.წ. ლაივის დროს განაცხადა. ამ ლაივის დროს ბახტაძემ მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხა. შეგახსენებთ. დიდი ხანია მუსირებს მოსაზრება, რომ ბახტაძე ივანიშილის უფროსი შვილის, უტას მეგობარია.ამას წინათ კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბახტაძე ყოფილი პრემიერის […]

სააკაშვილი: „ივანიშვილის სასიძომ ვინმე ბახტაძემ განაცხადა, რომ თურმე მე მინდა ნგრევა და მათ (ქოცებს) შენება“ 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მამუკა ბახტაძე და „ოცნების“ ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს ყოფილ ხელისუფლებას აბრალებს: „ივანიშვილის სასიძომ და ერთდროულად პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ, ოლიგარქის მევახშე ბანკებთან შეხვედრის შემდეგ, დაიცვა საბანკო სტრუქტურები და განაცხადა, რომ თურმე მე მინდა ნგრევა და მათ (ქოცებს) […]

“ვანო ზარდიაშვილმა სხვისი შარდი შეიტანა პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში და ამიტომ გაუშვა ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან” – რას ყვება ნიკა გვარამია

ვინ არის და რატომ გააგდო ზურაბ ადეიშვილმა პროკურატურიდან ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და გიორგი მარგველაშვილს შეწყალების გამო აკრიტიკებს? – ზარდიაშვილი პოლიტიკური ფიგურანტი გახდა… ვალერი ცერცვაძის ხელის ბიჭი დღეს ასამართლებს ქვეყნის პრეზიდენტს… კომიზმამდე ვართ მისული, – ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ,,არჩევანის“ ეთერში მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებები გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ. – […]

„მარგველაშვილზე თავდასხმები ამორალურია ,,ოცნების“ მიერ, რომელმაც ციხიდან რუსეთის ჯაშუშები და მოძალადეები მასობრივად გაუშვა“ – ნიკა გვარამია

ძალადობაში ბრალდებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარის კამპანია მარგველაშვილის წინაღმდეგ, „სრული აბსურდია პრეზიდენტ მარგველაშვილზე თავდასხმები მისი შეწყალებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო, რა მძიმეც არ უნდა იყოს ეს დანაშაული და ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი. აბსურდთან ერთად, სრულიად ამორალურია ქართული ოცნების […]

ერევანში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება გამოაცხადეს

პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტის შენობაში პრემიერობის კანდიდატი სერჟ სარგსიანი დეპუტატების წინაშე გამოდის, ამის პარალალურად ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი საფრანგეთის მოედანზე ათასეულობით თანამოაზრეს სიტყვით მიმართავს. „პარლამენტში უკვე დაიწყო მარიონეტული სხდომა, რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში კი მასობრივი დემონსტრაციები იმართება. გიუმრიში მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა მოედანზე, იჯევანში ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს, გადაკეტილია იჯევანი-ერევანის მაგისტრალი. ვანაძორშიც სასწავლო პროცესის ბოიკოტია, ერევანშიც და ამასთან […]

გედი ფოფხაძე: “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” გაერთიანება შეუძლებელია“

გედევან ფოფხაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანება შეუძლებელია. ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებასგამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, გიორგი აბაშიშვილს რა ინფორმაცია აქვს. “პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც […]

„გედი არის ცილისმწამებელი კაცი“ – სოფო კილაძე ფოფხაძეს ჭორაობასა და სიცრუეში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მოადგილეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფოფხაძის ხელმოწერა არ გაუყალბებია „გედი არის ცილისმწამებელი კაცი და მას ჭორაობას და ცილისწამებას ურჩევნია, ის საქმე გააკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს იმიტომ, რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როდესაც ფიზიკურად არ […]