კატეგორია: პოლიტიკა

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის საქმე – პრეზიდენტი ხვალ განცხადებას გააკეთებს

25 წლის გოგო მკვლელობაში ბრალდებული, მისივე მამინაცვალი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე მეუღლის მიმართ ძალადობისთვის 2015 წელს დააკავეს, ხოლო 2017 წელს შეწყალების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.რატომ მოხდა მისი გათავისუფლება ვადაზე ადრე პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მიერ, – ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ,,ნიუპოსტს“ პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, ხვალ გიორგი მარგველაშვილი […]

„შეეშვით, კობახიძე თავს თვითონ წაიმტვრევს“ – რა შეხვედრა შედგა ივანიშვილთან

სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ მაქსიმუმ, ორ კვირაში დიდი ძვრები დაიწყება, თუმცა ვის შეეხება ან რა სახის იქნება ეს ძვრები, არ აკონკრეტებენ. მმართველი პარტიის გარშემო, ბოლო დღეების მოვლენებს თუ გადავხედავთ და შესაბამის ანალიზს გავაკეთებთ, შეგვიძლია, უშეცდომოდ ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ან, სულაც, „ოცნების“ ზოგიერთი წევრის მატარებელი მალე ჩაივლის. ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნების“ […]

კვირიკაშვილი კობახიძეს – “არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ” – კურიერმა პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა

კურიერს ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს. პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არცერთი მოსაზრება არ იყო […]

მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის სიძე ხდება

საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მალე, სიმამრი გახდება. მისი სიძე კი შესაძლოა მთავრობის წევრი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იყოს. ზოგადად, იმის თაობაზე, რომ ბახტაძესა და ივანიშილის ქალიშვილს რომანი აქვთ, პოლიტიკურ კულუარებში ხმა დიდი ხანია დადის.იმასაც ამბობენ, რომ ბახტაძეს ივანიშვილი პრემიერად ან პრეზიდენტად ამზადებს. ეს ხმა საფუძველსმოკლებული ნამდვლად არ უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში, ბახტაძემ პირველი საჯარო განცხადებები […]

თინა ხიდაშელი: სირიიდან მომდინარე საფრთხეების გამო, მთავრობამ მოსახლეობა  უნდა გააფრთხილოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ხელისუფლებას სტრატეგიულ კომუნიკაციას უწუნებს. როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციულ ვაკუმშია, რაც შეიძლება იყოს პანიკისა და საზოგადოების დეზინტეგრირების საწყისი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით სირიას უკავშირდება, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ერთიანი, კონსოლიდირებული ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მისი გაფრთხილება და სწავლა, […]

ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონი ევროს გამოუყოფს

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. _ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. ეს თანხა საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში, _ ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. აქცენტი

კახა კუკავა – “ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს. მის მიმართ გუნდში აშკარად უარყოფითი განწყობაა. კერძო საუბრებში დეპუტატები იმასაც აღიარებენ, რომ პარლამენტის რეალური თავმჯდომარე არა კობახიძე, არამედ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე კობახიძეს ტონს უწუნებს. მას ძალიან არ მოეწონა, როგორ მოიხსენია კობახიძემ გედი ფოფხაძე. ამბობს რომ სპიკერი უმრავლესობის უფროსი არაა და შესაძლოა ის […]

სანდრო ბრეგაძე – “ქართული მარშის” განადგურების გეგმას საშა კაცმანი ხელმძღვანელობს”

“ახალი თაობის” კითხვებს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – ბატონო სანდრო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული მარშის” დაკავებული წევრები შიმშილობას იწყებენ. საპატრიარქოსაც სთხოვეთ დახმარება. თუ გამოგეხმაურათ ვინმე? – რაც შეეხება საპატრიარქოს, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი არის ტყვეობაში. – ვის ტყვეობაშია? – უწმინდესი არის მისი გარემოცვის ტყვეობაში. მე არ ვიცი, ვინ არიან […]

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. შალვა თადუმაძე 2012 წლიდან დღემდე მთავრობის საპარლამენტო მდივნი იყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. ნიუპოსტი

ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილი კვირიკაშვილს დაემუქრა – რა გაფრთხილება მისცა ყოფილმა პრემიერმა კახა კალაძეს

რატომ გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილი, რაზე გაებუტა გედევან ფოფხაძე “ოცნებას”, რატომ დაიჭირეს კალაძის ახლობელი, რა შეუთვალა ივანიშვილმა ხუხაშვილის პირით კვირიკაშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. ადრე თუ უკრაინას უკავშირდებოდა მისი პოლიტიკური გეგმები, ახლა ძირითადად საქართველოზე საუბრობს. არის მოსაზრება, რომ […]