დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: თბილისი ნიკა მელია – 51% კახა კალაძე – 49% ზუგდიდი ანზორ მელია – 53% მამუკა წოწერია – 47% ბათუმი გიორგი კირთაძე – 51% არჩილ ჩიქოვანი – 49% რუსთავი დავით კირკიტაძე – 53% ნინო ლაცაბიძე – […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ხვალიდან სულ დაისვენებთ“ – ოდიშარია ჟურნალისტებს
ირაკლი კობახიძე – “ოცნება” არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს”
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „19:00 საათის მონაცემების თანახმად, ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა დაახლოებით 45 წუთი რჩება და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მაქსიმალური აქტიურობისკენ. საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვაზისუბანში ნიკა მელია ბექა დავითულიანს დაუპირისპირდა – მელიას ხელი დაარტყეს
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს – ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა. დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება. ნიკა მელიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ […]
ფოთში პირველების ჟურნალისტი სოფო ნიაური “ოცნების” აგიტატორმა ცემა
ფოთში “პირველების” ჟურნალისტი სოფო ნიაური “ქართული ოცნების” კოორდინატორმა სცემა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავენ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე კრიმინალური პოლიციაც გახდა, თუმცა მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. ტვ პირველი
ელენე ხოშტარია – “სააკაშვილის დაცინვა “ოცნების” დეგრადაციაზე მეტყველებს”
„ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ, […]
„სააკაშვილი დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს“ – ირაკლი კობახიძე
„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშილის შიმშილობა „იმიტირებულია“. კითხვაზე, საიდან აქვს სააკაშვილს ციხეში ლიმონათი, კობახიძე ამბობს, რომ „ყიდულობს“. „დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ […]
რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი შეიყვანეს
რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი “მობილმედიც” იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება სპეცრაზმის ციხეში შესვლა, თუმცა სუს-მა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ “გზების ბლოკირება და უკონტროლო სიტუაციის შექმნა”. გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი […]
“ჩემს თავს გაფიცებ, კოტეს ხმა არ მისცე” – მერაბ ჭანუყვაძე ამომრჩეველს
ოზურგეთის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე შემოქმედის ნომერ 60/45 -ე უბანზე იმყოფება. როგორც “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები, ჭამუყვძეც აქტიურდაა ჩართული ამომრჩევლების გადაადგილების კონტროლში. მერაბ ჭანუყვაძე ამ სოფლის მკვიდრია და მისი მიზანი “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებაა. როგორც ჩანს “ქართული ოცნების ” წარმომდგენლები მუქარისა და მოსყიდვის პარალელურად, დაფიცებითაც ცდილობენ ხმების მოპოვებას. ერთ-ერთი თვითმხილველი შეესწრო ფაქტს, როგორ მივიდა ჭანუყვაძე ამომრჩეველ […]
„ჩვენი პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს“ – გიორგი გახარია
გახარიამ ჟურნალისტებთან თავისი პარტიის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით გაერთიანებას არავისთან გეგმავს, თუმცა პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს: „პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ, დღეის მონაცემებით, კოალიცია არავისთან გვექნება. დღეს, პირველი 9 და მეორე 9 წლის შემდგომ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორ ცუდს შორის ვირჩევთ და მათ ეს არ ერიდებათ. მათი კამპანიის […]









