„ჩვენი პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს“ – გიორგი გახარია

„ჩვენი პარტია "ლელოსთან" ითანამშრომლებს“ - გიორგი გახარიაგახარიამ ჟურნალისტებთან თავისი პარტიის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით გაერთიანებას არავისთან გეგმავს, თუმცა პარტია “ლელოსთან” ითანამშრომლებს:

„პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ, დღეის მონაცემებით, კოალიცია არავისთან გვექნება. დღეს, პირველი 9 და მეორე 9 წლის შემდგომ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორ ცუდს შორის ვირჩევთ და მათ ეს არ ერიდებათ. მათი კამპანიის ძირითადი საყრდენი იყო ის, რომ გვეუბნებოდნენ – ის უფრო ცუდიაო. იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, ეს იყო ძირითადად „ლელოსთან“ და დიახ, ჩვენ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა გახარიამ.