კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიციურ პარტიებთან კონსტიტუციაზე კონსულტაციები აუცილებლად შედგება”

– ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მზადყოფნას დილოგისთვის. – ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, – განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ცვლილებები იგეგმება, კობახიძის განცხადებით, […]

კახი კალაძეს რესტორან ”ბარაკონში” შეხვედრა ჩაეშალა

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან “ბარაკონში” “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ “კურიერი” ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი […]

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კაზაკთა რაზმი დადგება

კაზაკთა რაზმი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და „თერგის კაზაკთა“ დანაყოფს შორის 2013 წელს შეთანხმება დაიდო, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე“. კაზაკთა დანაყოფს დაევალება სასაზღვრო ზონაში მყოფი პირებისთვის საბუთების შემოწმება, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება […]

რა ქონებას ფლობს ენერგეტიკის ახალი მინისტრი ილია ელოშვილი?

კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ამ დრომდე ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89.374 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 11 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ენერგეტიკის მინისტრი ფლობს 300 კვადრატული […]

თამარ ჩუგოშვილი: „უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო“

– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს. თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. – ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, […]

მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება. – ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. […]

მიხეილ სააკაშვილი: „გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს“

გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ეშინია სამართლებრივი პასუხისგების და რატომ გაურბის სამართლებრივ შეკითხვებს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის შორს იქნება ივანიშვილის პროკურატურისგან. – ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. მე შორს ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის პროკურატურისგან, მაგრამ ახლოს ვიქნები, როდესაც […]

ალექსანდრე ქანთარია: „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ნახავენ მოსკოვს და ჩამოვლენ

„პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ალბათ, ნახავენ მოსკოვს, რამდენი ხანია არ უნახავთ, დაათვალიერებენ და ჩამოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ მცდელობა აქვს გაარღვიოს ჩაკეტილი წრე, მაგრამ „ისინი მოსკოვიდან ვერაფერს წამოიღებენ, რადგან არ არიან სახელისუფლებო გუნდის წევრები“. – შორს ვარ […]

„ივანიშვილი  შეეცდება, საარჩევნოდ კალაძე დააზიანოს“

ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო, შეიძლება იგი  შუა მერობიდან მოასრიალონ – თბილისის მერობის კანდიდატი კარგად ლავირებს და ისე წარმოაჩენს, რომ ყოფილი პრემიერის გავლენის ქვეშაა. ამ დროს ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ გავლენებისგან გათავისუფლდეს. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან 3 კაცზე მეტი ვერ მოხვდება. […]

გია ხუხაშვილი: ბუკიკიო „გადაგდებული“ დარჩება

კვირიკაშვილის მიერ ბუკიკიოსთვის მიცემული პირობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, უბრალოდ ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი ან არის მეორე ვერსია, რომ შეთანხმებულად მოატყუონ როგორც ხალხი, ასევე ბუკიკიო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც შეაფასა მმართველი გუნდის წევრების მიერ ერთი მხრივ, ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებისა და კონსენსუსის მიღწევის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადებები, მეორე […]