საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 17 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება. 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და […]
კატეგორია: პოლიტიკა
კახი კალაძის 2 ბინა კიევში, ლევან კობიაშვილის 2 სახლი გერმანიაში, კობა გვენეტაძის სახლი ვაშინგტონში, სალომე ზურაბიშვილის სახლი პარიზში – რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსები უცხოეთში
ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქონებას არ ფლობს. თუმცა, საჯარო მოხელეებში მოიძებნებიან ისეთები, რომელთა საკუთრებაშია უძრავი ქონება ამერიკაში, ესპანეთში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ქონებას საზღვარგარეთ არ ფლობენ არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არც – საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პარლამენტის წევრებიდან ქონებას უცხოეთში ფლობენ: ლევან კობიაშვილი, “ქართული ოცნება” – 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის […]
ქართველთა მარში მიხეილ ხუბუტიამ დააფინანსა?
ქართველთა მარში ჩატარდა. თავიდან დაანონსებული იყო, რომ მარში ბათუმშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ „ქართველობის დამცველებმა“ პირველად განზრახვაზე ხელი აიღეს და ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ თითქოს ბათუმში ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ სპეცსამსახურის თანამშრომლები „გადმოსხა“. ამასთან, საქართველოს მთავრობას შემოუთვალა, თუ ბათუმში მარში ჩატარდება, იცოდე, ყარსის ხელშეკრულება ამოქმედდებაო. ძნელი სათქმელია, კულუარებში ასეთი დიალოგი რეალურად შედგა თუ არა. იმის მტკიცებაც […]
ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიციურ პარტიებთან კონსტიტუციაზე კონსულტაციები აუცილებლად შედგება”
– ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მზადყოფნას დილოგისთვის. – ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, – განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ცვლილებები იგეგმება, კობახიძის განცხადებით, […]
კახი კალაძეს რესტორან ”ბარაკონში” შეხვედრა ჩაეშალა
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან “ბარაკონში” “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ “კურიერი” ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი […]
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კაზაკთა რაზმი დადგება
კაზაკთა რაზმი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და „თერგის კაზაკთა“ დანაყოფს შორის 2013 წელს შეთანხმება დაიდო, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე“. კაზაკთა დანაყოფს დაევალება სასაზღვრო ზონაში მყოფი პირებისთვის საბუთების შემოწმება, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება […]
რა ქონებას ფლობს ენერგეტიკის ახალი მინისტრი ილია ელოშვილი?
კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ამ დრომდე ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89.374 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 11 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ენერგეტიკის მინისტრი ფლობს 300 კვადრატული […]
თამარ ჩუგოშვილი: „უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო“
– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს. თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. – ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, […]
მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება. – ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. […]
მიხეილ სააკაშვილი: „გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს“
გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ეშინია სამართლებრივი პასუხისგების და რატომ გაურბის სამართლებრივ შეკითხვებს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის შორს იქნება ივანიშვილის პროკურატურისგან. – ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. მე შორს ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის პროკურატურისგან, მაგრამ ახლოს ვიქნები, როდესაც […]










