კატეგორია: პოლიტიკა

მარგველაშვილი: ”რუსთავი 2-ის გაჩერებით სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას”

_ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გადაცემა ”იმედის დროში” განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია , რომ რუსთავი 2-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება. აქვე […]

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის და “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს

“გურია ნიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ფეისბუქზე გამოცემის ჟურნალისტი წერს. ნატო გოგელია წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კომპანია “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს. დეტალებს “გურიანიუსი” აქვეყნებს. როგორც ირკვევა, “პანორამის” დაყადაღება ირაკლი ოქრუაშვილის მინდობილობით მოქმედმა ადვოკატმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ მოითხოვა, რადგან ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის […]

როგორ გადადიოდა რუსთავი 2 ხელიდან ხელში

როგორი იყო რუსთავი 2-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე და როგორ იცვლებოდა მისი მფლობელების ისტორია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2013 წლის ანგარიშშია მოცემული. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიის დაარსებიდან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტელევიზიას დამფუძნებლები დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი ფლობდნენ. 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, 2012 წლამდე […]

თამარ ჩხეიძე: “საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს”

რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ სიტუაციასა და სხვა პრობლემებზე “ახალი თაობა” ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატ თამარ ჩხეიძეს ესაუბრა. თამარ ჩხეიძე: _ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ აღმაშფოთებელია. ესაა უსამართლობა და უნამუსობა. მას არანაირი კავშირი არა აქვს ქონებრივ და სამართლებრივ თემასთან. ამ ტელეკომპანიამ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი მფლობელი გამოიცვალა. გაუგებარია, რატომაა მათ შორის ყველაზე კანონიერი […]

გია ხუხაშვილი: “რუსთავი 2-ის წაღებით ხელისუფლებამ მხოლოდ თავი დაიზიანა”

დაადგა თუ არა ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადაქცევის გზას, რატომ დარჩნენ ევროპელი პოლიტიკოსები შეურაცხყოფილები, რა პრობლემები შეექმნება ხელისუფლებას და რატომ არის უადგილო მათი ზეიმი? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი. _ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად ქცევის გზას დაადგა. თქვენი აზრით, დაემსგავსება თბილისი ფხენიანს? _ […]

რამაზ საყვარელიძე: “საარჩევნო ბარიერმა უნდა დაიწიოს”

“ახალ თაობას” ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება. _ ბატონო რამაზ, საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომა ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. როგორია თქვენი შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? _ მე საერთოდ არ მეჩვენება, რომ ამ კომისიას გამართული სტრატეგია აქვს. მან, ფაქტობრივად, განხილვამდე გადაწყვიტა, რომ არ იქნება […]

პაატა სალია: ”დაველოდოთ 8 მარტს”

ევროსასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე შეჩერდა. როგორც ნიუპოსტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, სტრასბურის სასამართლომ საქმის არსში გარკვევის მიზნით შეაჩერა რამდენიმე დღით უზენაესის აღსრულება. _ ეს იმას ითვალისწინებს, რომ 8 მარტამდე შეჩერდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ სტრასბურის სასამართლო გაერკვეს საქმის არსში, რათა შემდეგ […]

ნიკა გვარამია: ”სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა”

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. _ მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან სასიხარულო ცნობა მოვიდა, სასამართლომ პირველად საკუთარ ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ. სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: _ 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ […]

სოსო ცინცაძე: ”არც ერთ ხელისუფლებას მაჟორიტარები არ ეთმობა”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სისტემებზე საუბრობს. _ ბატონო სოსო, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო სისტემის შესახებ იმსჯელეს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პერსპექტივაში ქვეყანას გამოადგება პროპორციული სისტემა, მაგრამ დღეს კონსენსუსის მიღწევა შერეული მოდელიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რთული იქნება. _ არც ერთ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარები. არადა, პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ მაჟორიტარული სისტემა უმახინჯესი […]

ინგა გრიგოლია: ”ნუ გიხარიათ რუსთავი 2-ის ამბავი”

რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე რუსთავი 2-ის ამბებს გამოეხმაურა: _ ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ _ ვისაც გიხარიათ, ნუ გიხარიათ რუსთავი 2-ის ამბავი, რადგან არავინ იცით, როდის დაგჭირდებათ თავისუფალი სივრცე თქვენი პრობლემების გასაშუქებლად, არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ ბევრი თავისუფალი მიკროფონი თქვენი უფლებების გასაშუქებლად.. რაც უფრო მეტი თავისუფალი სიტყვა ისმის სხვადასხვა ეთერში, მით მეტად […]