კატეგორია: პოლიტიკა

თორნიკე შარაშენიძე: “ირაკლი კობახიძეს თავში აუვარდა”

ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს შორის. ”ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. _ ბატონო თორნიკე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა _ აკრძალვა, ესაუბროს საკუთარ ხალხს საკონსტიტუციო საკითხებზე. თქვენ როგორ გაიგეთ კობახიძის მიმართვა, პრეზიდენტს მართლაც აკრძალვებს უწესებს უმრავლესობა? _ როგოც ჩანს, შიდა კულუარებში […]

ნანა დევდარიანი: “სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლება გაამტყუნა”

”ახალი თაობის” კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს. _ ქალბატონო ნანა, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია ასეთი გადაწყვეტილება, ამით ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, ნაწილი კი უსამართლოს უწოდებს. რას იტყვით თქვენ? _ ეს ძალიან რთული თემაა. ერთის მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს […]

მიხეილ რამიშვილი: “შორენა თეთრუაშვილის ჩვენება მამა გიორგის უდანაშაულობაზე მიუთითებს”

ციანიდის საქმესთან დაკავშირებით 7 მარტს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. რა საკითხზე იყო დაბარებული დაცვის მხარე პროკურატურაში? ამ საკითხზე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საუბრობს. _ ბატონო მიხეილ, პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებაზეა საუბარი? _ დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო […]

წულუკიანი და გვენეტაძე დღეს დილით ივანიშვილის სასახლეში დაიბარეს?

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან მოითხოვა შეხვედრა. წყაროს თქმით, წულუკიანი და გვენეტაძე შუშის სასახლეში, დღეს, 8 მარტს, დილის 11 საათზე უნდა მივიდნენ. დეტალები უცნობია, თუ რას შეეხება სტუმარ-მასპინძლის საუბარი, თუმცა სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ შეიძლება, დავუშვათ, რომ სასწრაფო რეჟიმში ჩანიშნული აუდიცენციის მთავარი […]

სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

დღეს სტრასბურის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს. ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე […]

მამუკა არეშიძე: “ლტოლვილების მიღებას არ უნდა დავთანხმდეთ”

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების აშენების თაობაზე ქართველ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს. _ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომ საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრი გაიხსნას? ქართული მხარე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელია ეს განცხადება. გამოდის, […]

ზვიად ქორიძე: “პრემიერი ჩიხიდან გამოსვლაზე ფიქრობს”

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს. _ ბატონო ზვიად, პრემიერ-მინისტრის ახალ იდეას როგორ აფასებთ, რომელიც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებამდამცველების მოწვევას ეხება? _ რატომ გაუჩნდა პრემიერს მოსაზრება, რომ რამე ტიპის ინსტიტუცია შექმნას, რომელიც დღეს საჭირო არის სიტუაციის […]

ლადო სადღობელაშვილი: “პრემიერობისთვის ირაკლი რუხაძეს ამზადებენ, თბილისის მერობისთვის _ მამუკა ხაზარაძეს”

“ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: _ რამდენიმე თვის წინ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვთქვი, რომ სადღაც მაისის თვისთვის ვანო მერაბიშვილი უკვე თავისუფალი იქნებოდა. საქმე ისე მიდის, ყოფილი შს მინისტრი, შესაძლოა, უფრო ადრე გამოვიდეს ციხიდან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის ციხიდან, როგორც გმირი, ისე გამოვა. 6 მარტს მასთან ციხეში საეჭვოდ მიიძურწა […]

გოგა ხაინდრავამ მარგველაშვილს კომედიანტი უწოდა

გოგა ხაინდრავამ  რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მას კომედიანტი უწოდა. _ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზის კიევში, ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს დანაშაულებრივი პოლიტიკა. სწორედ ეს არის რუსთავი 2-ის მიზანიც, ის არის პარტიული რუპორი და არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა იან კელიმ. […]

ზაალ კასრელიშვილი: “ავარეთ-კახეთის გზა არ უნდა გაიხსნას”

ვის ინტერესებს ახმოვანებს ოფიციალური ერევანი, რა პრობლემებს შექმნის ავარეთ-კახეთის გზის გახსნა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის? _ ამ თემებზე ”ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. _ სომხეთის ხელისუფლება გამალებით ეძებს ლარსის ალერნატივას. თავიდან იყო საუბარი, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზაზე და როკის მიმართულებაზე იყო. სომხური გამოცემის მტკიცებით კი ლარსის ალტერნატივა ავარეთ-კახეთის მშენებარე გზა უნდა გახდეს. ამ […]