კატეგორია: პოლიტიკა

გახარია – “მეორე ტურში არც “ოცნებას” დავუჭერთ მხარს და არც ნაციონალებს”

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ. როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას მხარდაჭერა სწორედ იმ მოქალაქეებმა გამოუცხადეს, რომლებსაც ქვეყანაში აღნიშნული ორივე „რადიკალური ძალის“ დასრულება სურს. „ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი […]

რუსთავის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

რუსთავის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

 რუსთავის მე-12 პიტენციურ დაწესებულებაში სადაც  მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცრაზმი შეიყვანეს. “პირველების” გადამღებმა ჯგუფმა შსს-ს კუთვნილი ორი ავტობუსი დააფიქსირა. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან დღეს, 15:00 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება. ხალხი საქართველოს რეგიონებიდანაც მოემართება.

გიორგი კირთაძე – “ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ოპოზიციას აქვს, 16 – “ოცნებას”

გიორგი კირთაძე - "ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ოპოზიციას აქვს, 16 - "ოცნებას"

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში „ქართული ოცნება“ ბოლომდე დამარცხდა და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. როგორც კირთაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ბათუმის 35-კაციან საკრებულოში 19 მანდატი არის ოპოზიციის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. „43%-ზე მეტი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აქვს საქართველოში, დანარჩენი პროცენტები არის დაშინებით, შანტაჟით და მოსყიდვით […]

“მიშამ ბულვარშიც იარა, პატრულმაც დააჯარიმა და ვერ იცნო” – ეკა ხერხეულიძე

ეკა ხერხეულიძე - ”ვერ გადმოვცემ, რა განცდაა შიშველი ხელებით სიკვდილის პირისპირ დგომა” - ვიდეო

“ბულვარშიც იარა და საერთოდ პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს და ვერ იცნეს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. მისივე თქმით, მიშამ თბილისშიც იარა, მთაწმინდაზე აქვს გადაღებული ფოტო, კანცელარიასთანაც გაიარა. მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი 1 […]

რომელ მუნიციპალიტეტებში ჩატარდება მე-2 ტური

ცესკო - "12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%"

20 მუნიციპალიტეტში მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურიიქნება თბილისშიც, ამ დროისათვის კახა კალაძეს 44,97%, ხოლო ნიკა მელიას 33,88% აქვს. ქალაქები, სადაც ხმების 100% უკვე დათვლილია და მეორე ტური იქნება: ბათუმი: გიორგი კირთაძე (ენმ) – 41. 97% არჩილ ჩიქოვანი ქართული ოცნება) – 41.08% ფოთი: გიგი უგულავა (ენმ) – 38. 09% ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) – […]

“ბოდიში, რომ რაღაც დაგაკელით” – კალაძე მეორე ტურისთვის მზადაა

"ბოდიში, რომ რაღაც დაგაკელით" - კალაძე მეორე ტურისთვის მზადაა

ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს მუშაობის პროცესში, ამისთვის ბოდიში! – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში და პატივი სცეს თბილისელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. „პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, […]

ზელენსკი – „როგორც პრეზიდენტი, სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში… ეს სააკაშვილსაც ეხება“

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს. როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ საკითხში იქნება ჩართული ყველა – როგორც ელჩების ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. “მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა […]

თბილისის საკრებულოში “ოცნებას” 28 მანდატი ექნება, ოპოზიციას – 21

თბილისის საკრებულოში "ოცნებას" 28 მანდატი ექნება, ოპოზიციას - 21

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას აიღებს. დედაქალაქის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 621 უბანი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება: „ქართული ოცნება“ – 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, […]

„უფრო მეტსაც ველოდებოდით, შედეგები შეიცვლება და ჩვენი პროცენტი უფრო მეტად აიწევს“ 

რიჩარდ არინზე ობგუნუჯუმ  ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

თბილისის მერობის არჩევნებში პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მიერ მოპოვებული ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ჩატარებული 2 ეგზიტპოლის მიხედვით ასეთია: ეგზიტპოლი „ფორმულას“ დაკვეთით, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა -1% ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით, რომელიც „გორბმა“ ჩაატარა – 0,6% PIA.GE პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ირაკლი ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი უფრო მეტი ხმის აღებას ელოდებოდნენ. […]

ხატია დეკანოიძე – 43,75%, იოსებ ხახალეიშვილი – 41,86% – ქუთაისში მე-2 ტური იქნება

ხატია დეკანოიძე - 43,75%, იოსებ ხახალეიშვილი - 41,86% - ქუთაისში მე-2 ტური იქნება

ქუთაისში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მთავარი კონკურენეტები ხატია დეკანოიძე ენმ-დან, ხოლო “ქართული ოცნებიდან” იოსებ ხახალეიშვილი იქნებიან. დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ფონზე ქვეყნის მეორე დიდი ქალაქში ოპოზიცია ლიდერობს. ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ქუთაისში ოპოზიცია გაიმარჯვებს. – უმნიშვნელოვანესი დარღვევები იყო ქუთაისში. ეს დარღვევები იყო: ფულის დარიგება, მათ შორის, კოვიუბნებზე სერიოზული პრობლემა, ამიტომ დავალოდოთ შედეგებს, ჩვენი […]