კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი გახარია კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე უარს აცხადებს

გიორგი გახარია კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე უარს აცხადებს

,,ჩვენ არანაირ კოალიციებს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად გაერთიანდნენ და ასევე არც ,,ქართულ ოცნებასთან” არ ვაპირებთ” – ასე ეხმაურება პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ინიციატივას კოალიციური მთავრობის შექმნაზე მუნიციპალიტეტებში, რომლის შესახებაც მელიამ 5 ოქტომბერს გადაცემა ,,რეაქციაში” ისაუბრა. გახარიას თქმით, მის […]

“სალომე ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე პოლიტიკური სიბეცეა”

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ" - მირიან მირიანაშვილი

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალების შესახებ პოლიტიკური სიბეცეა: – არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად არ იყო გამართლებული პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც ჯერ არ ჰქონდათ მისთვის მიმართული შეწყალების თხოვნით, მან დაასწრო მოვლენებს და წინასწარ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს. ეს არ შეიძლება, რადგან მან არ იცის, […]

დავით კირკიტაძე – “რუსთავში საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციას აქვს”

დავით კირკიტაძე - "ოცნების" წევრი ილხამ გასანოვი ნაცმოძრაობას შეუერთდა"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რუსთავის საკრებულოში 61% აქვს: – უნდოდათ იმ უბნების ჩაშლა, სადაც დამარცხდნენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. არაერთხელ დათვალეს. იყო მანიპულაციის სხვადასხვა მეთოდები. მოკლედ, არ იყო ის არჩევნები, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ესეც არ ეყოთ და რუსთავში მწარედ დამარცხდნენ. საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა […]

“მხუთავი გაზით ან წყლის ჭავლით დავშლიდით რუსთაველზე სააკაშვილის 5.000-იან მიტინგს” – ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი

"მხუთავი გაზით ან წყლის ჭავლით დავშლიდით რუსთაველზე სააკაშვილის 5.000-იან მიტინგს" - ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა […]

ელენე ხოშტარია – “თბილისში ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი”

ელენე ხოშტარია - "თბილისში ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი"

თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია – მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ელენე ხოშტარიას თქმით, საკამათოც არ არის, რომ ეს უბნები უნდა გაუქმდეს. „არჩევნების დასრულების დღიდან, ეს პერიოდი დეტალურად ვსწავლობდით არჩევნების გაყალბების მასშტაბს. ყველა ოპოზიციური პარტია ვართ სრულ კოორდინაციაში. მინდა წარმოგიდგინოთ ის დასკვნები და […]

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის არც ერთ წევრს ხმა არ მიუცია. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება […]

სააკაშვილთან შესახვედრად ლიზა იასკო ჩამოვიდა

სააკაშვილთან შესახვედრად ლიზა იასკო ჩამოვიდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა, საქართველოშია. “ტვ პირველმა” იასკო რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააფიქსირა. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ლიზა იასკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს მიმართა: ქართველებო, ეს თქვენთვის გააკეთა, ცვლილებებისთვის”- თქვა მიმართვაში დეპუტატმა. ტვ პირველი

“გახარიას კისერზეა, კალაძე პირველ ტურში რომ ვერ გავიდა”

"კალაძეს ვურჩევ, გახარიას მიბაძოს" - ლაშა ჩხარტიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი”ახალი თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიამ წარმატება უნდა იზეიმოს. – შემოვარდა ქართულ პოლიტიკაში ისე, რომ რეიტინგიც კი არ ჰქონდა და 7%-ს იღებს. სხვათა შორის, სწორედ თქვენთან ვთქვი, რომ გახარია 8%-ს აიღებს-მეთქი. – ანუ მესამე ძალად დაფიქსირდა გახარია? – დიახ, ასეა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ცუდი შედეგი. – კალაძის ბრიფინგი და მისი ბოდიში […]

“ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი გვაქვს” – გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი - „კორონავირუსთან ბრძოლა პოლიტიკურ ბრძოლად არ უნდა გადაიქცეს“

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მეორე ტურები ხელისუფლებისთვის დიდი განსაცდელია: – დიდ ქალაქებსა და ცენტრებში ბევრგან ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერობენ. ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში ეს ყველაფერი რომ ოპოზიციის გამარჯვებით დამთავრდეს, ამის შანსები ძალიან დიდია. – ამ ქალაქებიდან დაიწყებთ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესს? – ეს მნიშვნელოვანი საფუძველია. შეჯამდება შედეგები, ყველა გააკეთებს ანალიზს, მაგრამ, […]

ნიკა მელია – “ჩემსა და მიშას შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა!”

ნიკა მელია - "ჩემსა და მიშას შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა!"

მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ! – ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება. „ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი […]