კატეგორია: პოლიტიკა

სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს – მას ნინო ლომჯარია მოინახულებს

სააკაშვილი - "ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დღესვე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა. “ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მისი გადაადგილების ინფორმაცია. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი […]

კახა კახიშვილი – „ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო გასროლა“

კახა კახიშვილი - "ბანკები დაანგრევენ ეკონომიკას, თუ რეალურ შეღავათებზე არ იფიქრებენ"

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვა-ბანკი, ბოლო გასროლა – გათვლაა, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს და ამ გზით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, საკუთრივ კი “ქართულ ოცნებას“ მიღებული ხმების პროცენტი დააკლდეს“, – აღნიშნულ შეფასებას უმრავლესობის დეპუტატი კახა კახიშვილი აკეთებს. კახიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ “ფეისბუქით“ გავრცელებული ვიდეოები “ფეიკია”. “ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, არჩევნების შემდეგ სააკაშვილი იტყვის, რომ […]

სალომე ზურაბიშვილი – „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან… დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

„ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“ – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას. მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა. „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს […]

„ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის“ – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

გრიგოლ ვაშაძე - "ველურები ხომ არ ვართ? როდემდე ვეხვეწოთ უცხოელებს, რომ ერთმანეთს დაგვალაპარაკონ?"

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ექსპრეზიდენტი ნამდვილად ჩამოვიდა თუ არა, რადგან ორივე შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ზიანდება. ვაშაძის განმარტებით, აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ქვეყნის ბედი აღარ აღელვებს: “აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი […]

“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ენმ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ აცხადებს. როგორც ცესკოს დღევანდელ, პირველი ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას. “საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან. შეტყობინების ავტორი […]

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.

სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

“კურიერის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. “კურიერის” ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. ის სასტუმრო რიქსოს პრიკარპატიეში ცხოვრობს. რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი – “მოგესალმებით ბუენოს აირესიდან”

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

მოგესალმებით ბუენოს აირესიდან, – ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ისტორიული გამარჯვებიდან“ 9 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესვა“. „დღეს 1-ელი ოქტომბერია 9 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ […]

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს. ხოლო იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება. მთავარი