კატეგორია: პოლიტიკა

„ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის“ – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

გრიგოლ ვაშაძე - "ველურები ხომ არ ვართ? როდემდე ვეხვეწოთ უცხოელებს, რომ ერთმანეთს დაგვალაპარაკონ?"

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ექსპრეზიდენტი ნამდვილად ჩამოვიდა თუ არა, რადგან ორივე შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ზიანდება. ვაშაძის განმარტებით, აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ქვეყნის ბედი აღარ აღელვებს: “აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი […]

“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

“დაწერე განცხადება და გადადექი” — ცესკო ენმ-ს ზეწოლაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ენმ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ აცხადებს. როგორც ცესკოს დღევანდელ, პირველი ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას. “საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან. შეტყობინების ავტორი […]

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.

სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

“კურიერის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. “კურიერის” ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. ის სასტუმრო რიქსოს პრიკარპატიეში ცხოვრობს. რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი – “მოგესალმებით ბუენოს აირესიდან”

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

მოგესალმებით ბუენოს აირესიდან, – ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ისტორიული გამარჯვებიდან“ 9 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესვა“. „დღეს 1-ელი ოქტომბერია 9 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ […]

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

შსს-მ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანა

“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს. ხოლო იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება. მთავარი

ბათუმის შემოსასვლელი, ახალი ბულვარი, სასტუმრო ველმონდი – როგორია სააკაშვილის მარშრუტი ბათუმში

ბათუმის შემოსასვლელი, ახალი ბულვარი, სასტუმრო ველმონდი - როგორია სააკაშვილის მარშრუტი ბათუმში

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეო კადრებში, სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში […]

ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილი არის კლოუნი, ის არაა საქართველოში”

ირაკლი კობახიძე - "ოპოზიცია გაკოტრებულია და შიშველი ხელებით ქუჩაშია დარჩენილი"

მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“. „რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, […]

შსს – “სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს”

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც […]

„დილა მშვიდობისა, საქართველო“ – მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია – 2 ვიდეო

სააკაშვილი - "სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. „დილა მშვიდობისა, საქართველო“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე. სოციალურ ქსელში მისი ვიდეოც ვრცელდება. როგორც ვიდეოდან ირკვევა, იგი ბათუმში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა ყველას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.