საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ყურება კამერებით სასიამოვნო არ იყო. “ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და […]
კატეგორია: პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – „ეს არის სუფთა პოლიტიკური განაჩენი“- ვიდეო
უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში საგარეო სამინისტროში დაიბარეს
უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოის საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად“ , – განაცხადა ნიკოლენკომ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.
სააკაშვილთან ციხეში ნინო ლომჯარია შევიდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწერებულებაში მივიდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან თქვა, ის მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება და კითხვები ექნება დაკავების პროცესზე. ცნობისთვის, დღეს, 1 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე […]
„მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღეა საქართველოში იმყოფება“ – ეკა ხერხეულიძე
“თბილისში ვარ და მალე დამიჭერენ” – სააკაშვილის ბოლო მიმართვა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეო მიმართვას ასაჯაროებს: – დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე ვარ ძალიან მტკიცედ, ძალიან მედგრად და ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ […]
სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს – მას ნინო ლომჯარია მოინახულებს
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა. “ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მისი გადაადგილების ინფორმაცია. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი […]
კახა კახიშვილი – „ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო გასროლა“
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვა-ბანკი, ბოლო გასროლა – გათვლაა, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს და ამ გზით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, საკუთრივ კი “ქართულ ოცნებას“ მიღებული ხმების პროცენტი დააკლდეს“, – აღნიშნულ შეფასებას უმრავლესობის დეპუტატი კახა კახიშვილი აკეთებს. კახიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ “ფეისბუქით“ გავრცელებული ვიდეოები “ფეიკია”. “ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, არჩევნების შემდეგ სააკაშვილი იტყვის, რომ […]
სალომე ზურაბიშვილი – „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან… დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“
„ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას. მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა. „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს […]








