ფრანგულ გაზეთ “ლე პარიზიენში” გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – “ქართული მაფიის ქურდების ქსელის ლიკვიდაცია”, რომელშიც საუბარია საფრანგეთის პოლიციის მიერ 16-19 ნოემბერს, პარიზის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს, 7 ეჭვმიტანილის დაკავებაზე. ქურდობა ხდებოდა ქართული ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრების, ე.წ. კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით. ყველაფერი კი 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა ვალ-დუაზში ქურდობისა და ძარცვების სერია მოხდა. პოლიციამ საქმის […]
კატეგორია: ქართველები უცხოეთში
საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარიზში სააკაშვილის მხარდამჭერებს შეხვდა
ასოციაციის “საფრანგეთიდან დანახული საქართველო” ინიციატივით, საფრანგეთის საგარეო სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას პარიზში მცხოვრები ქართველები და ჩეჩენი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქართველების პროტესტი და აქციის ორგანიზატორები შენობაში შეიპატიჟა. – შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, დეტალურად ავხსენით, როგორ განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, ყურადღება გავამახვილეთ პენიტენციური სისტემის გავრცელებულ კადრებზე. მნიშვნელოვანი იყო აგვეხსნა საფრანგეთის […]
ესპანეთში ქართველი ოპერის მომღერალი ლალი ჭილაია გარდაიცვალა
12 ნოემბერს გავრცელდა სამწუხარო ცნობა გამორჩეული ქართველი ემიგრანტის, ლალი ჭილაიას გარდაცვალების შესახებ. იგი იყო მადრიდში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო და ასოციაციის „დიასპორა“-ს პრეზიდენტი. ქ. ლალი ასევე ეწეოდა თარჯიმნობით საქმიანობას, სოხუმელი ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც კარგად იყო ინტეგრირებული ესპანურ საზოგადოებაში და კულტურაში, ასევე ეწეოდა ქართული კულტურის წარმოჩინებას და პოპულარიზაციას ესპანეთის სამეფოში. ჯერ კიდევ 19 წლის წინ, როდესაც […]
“ბრიუგედან ბრიუსელში ვბრუნდებოდი და წვიმაში გზაზე მამაკაცი დავინახე სვანური ქუდით…” – გიორგი პირველი
გიორგი პირველმა ფეისბუქში დაწერა: “წინა კვირას მანქანით წავედით ბრიუსელიდან ბრიუგეში ,,წმინდა სისხლის” ბაზილიკური ტაძრის სანახავად. მასში ინახება რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც სავარაუდოდ შეაგროვა იოსებ არიმათიელმა და წმინდა მიწიდან ჩამოიტანა ტიერი ელზასელმა, ფლანდრიის გრაფმა. უკანა გზაზე ტრასიდან გადავუხვიეთ. შევიარეთ სასადილოდ ქალაქ ალტერში. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არემარეს. უცებ თვალში მომხვდა […]
“აღარც პირბადე გვჭირდება, აღარც ტესტები და აღარც რეგულაციები” – ზაზა უჯმაჯურიძე
დანიამ ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. იქ არსებულ სიტუაციაზე, ასევე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე გვესაუბრა. – ბატონო ზაზა, დანია იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა… რამდენად გაამართლა შეზღუდვების მოხსნამ? – დიახ, ძალიან გაამართლა… დანიაში პირბადის გამოყენება არსად აღარ არის სავალდებულო. სურვილი თუ ვინმეს აქვს, რასაკვირველია, […]
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებს სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შშექმნას ედავებიან. ირკვევა, რომ დაკავებულები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იაფიან თამბაქოს ეზიდებოდნენ და მოგებიდან წილი ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიჰქონდათ. სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, ქალაქ ამიენის პოლიციამ 61 ჩხრეკა ჩაატარა და სიგარეტით უკანონოდ ვაჭრობისა და მოპარული ავტომობილების გაყიდვის გამო სომხებისა და ქართველების ჯგუფები დააკავა. […]
“არ მითხრათ, იტალიური უნიტაზების ხეხვაზე ვოცნებობდიო” – ემიგრანტ ირმა კაპანაძის წერილი
იტალიაში მცხოვრები, ირმა კაპანაძე ემიგრანტებისთვის ავრცელებს ვრცელ მიმართვას: “აი სრული გულწრფელობით ვკითხულობ და არანაირი ცინიზმი არაა ახლა ამ ჩემს კითხვაში! იმ ტანჯულ ემიგრანტებს ვეკითხები, მიშას დროს რომ არიან სა”მ”ზღვარგარეთ(😃) წასულები და ბიძინას დროს სახლში გავლით არიან ორჯერ ნამყოფები: თუ ასეთი კარგი იყო მიშა, ან ახლა ასეთი კარგია ბიძინა, სად მორბოდით? ან მერე რატო არ წახვედით?(ზოგი […]
სალომე ზურაბიშვილმა პარიზში დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი.. “სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ. პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა,” – წერია სალომე ზურაბიშვილის […]
“ამერიკაში ქართველები მომადგნენ, კაი ბიჭებს ფული უნდა მისცეო” – როგორ არეკეტებენ ქართველ ემიგრანტებს
უცხოეთში სამუშაოდ წასულ ქართველ ემიგრანტებს ხშირად ქართველი კრიმინალები აწუხებენ. გიგა, 37 წლის: – რამდენიმე წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. უკრაინულ სამშენებლო კომპანიაში ჩემი ბრიგადა მყავს, ქართველი ბიჭები. ჩემი ძმა გერმანიაშია, ამავე საქმეს აკეთებს და პატარა ქართული სამზარეულოც აქვს. რამდენჯერმე მოვიდნენ ქართველები, რომლებმაც მთხოვეს, “კაი ბიჭები” არიან ჩამოსული, სანამ რამე იქნება, ფული სჭირდებათ, ხელი გაგვიმართე და ვალში არ […]
“ამბობდი, ნუ გეშინიათ, არ მოვკვდებიო” – იტალიაში ლია ნოზაძე გარდაიცვალა
იტალიაში ახალგაზრდა ემიგრანტი, ლია ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ემოგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „სიკვდილო, ვინ წაგვართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე. ბოლომდე იბრძოლა მყარად, ბოლომდე ებრძოდა ვერაგ დაავადებას და ამბობდა, კიბო განაჩენი არაოო. ბოლოს ამბობდი ვიბრძვი, მაგრამ ორგანიზმი არ მომყვებაო. საშინელების უიმედობის ბოლო ერთი თვე გაიარე, ლიკო. ამბობდი მაინც, ნუ […]