საფრანგეთში 7 ქართველი ქურდი დააკავეს

საფრანგეთში 7 ქართველი ქურდი დააკავესფრანგულ გაზეთ “ლე პარიზიენში” გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – “ქართული მაფიის ქურდების ქსელის ლიკვიდაცია”, რომელშიც საუბარია საფრანგეთის პოლიციის მიერ 16-19 ნოემბერს, პარიზის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს, 7 ეჭვმიტანილის დაკავებაზე.

ქურდობა ხდებოდა ქართული ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრების, ე.წ. კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით.

ყველაფერი კი 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა ვალ-დუაზში ქურდობისა და ძარცვების სერია მოხდა. პოლიციამ საქმის გამოძიების დროს დაადგინა, რომ აღნიშნული ძარცვების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი ეროვნების მქონე პირების ჯგუფთან იყო დაკავშირებული, რომელთა ნაწილი ვალ-დუაზშიც ცხოვრობდა.

მობილურ დამნაშავეობასთან მებრძოლი პარიზის ცენტრის თანამშრომლებმა, ვალ-დუაზში არსებულ უსაფრთხოების საუწყებო სამსახურთან ერთად, საეჭვო ჯგუფის წევრები გამოავლინეს. მათ თვალთვალი დაუწყეს და შემდეგ სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს მათი დაკავების მიზნით.

გამოძიებამ ცხადყო, რომ დანაშაულში დაკავებული ეჭვმიტანილები, ძირითადად, იპარავდნენ [ავტომანქანების] კატალიტურ კონვერტორებს (გამონაბოლქვი გაზის ნეიტრალიზატორებს), ძარცვავდნენ ბინებს და მაღაზიებს.

მართალია, თითოეული ნივთის ღირებულება დიდი არ იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოპარული ნივთების საერთო რაოდენობამ მნიშვნელოვან თანხას მიაღწია.

ქურდობა ხდებოდა ილ-დე-ფრანსის, ვალ-დუაზის, ენისა და ვენის რეგიონებში. მძარცველთა ჯგუფს დაკავებული 7 ეჭვმიტანილი ხელმძღვანელობდა.

კვირის პალიტრა