26 აგვისტოს, თესალონიკში ქართველმა პატიმარმა ემიგრანტმა გელა უმიკიშვილმა სიცოცხლე საკანში სუიციდით დაასრულა. 23 აგვისტოს 48 წლის გელა უმიკიშვილმა საკუთარი პარტნიორი, 55 წლის ქალი, დანით მოკლა. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ამბის დეტალებს ყვება: – 2021 წლის 23 აგვისტოს მკვლელობაში ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში თავს თავის პარტნიორ ქალს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აფექტის მდგომარეობაში […]
კატეგორია: ქართველები უცხოეთში
“გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო” – პოლონეთში გარდაცვლილი დიტო ხელხელაური საქართველოში ჩამოასვენეს
პოლონეთში ქართველი ემიგრანტი 26 წლის დიტო ხელხელაურის გარდაცვალებიდან თითქმის 3 თვე გავიდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. დიტოს დედა ია ოჩიაური ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, რა გახდა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი. „ცხედარს არანაირი საბუთი არ მოჰყვა. მხოლოდ სახელი და გვარი აწერია. გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო. მე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დავწერე განცხადება პოლიციაში […]
“ავარიის მერე 25 დღე კომაში იყო” – საბერძნეთში 24 წლის ლაშა ტუხაშვილი გარდაიცვალა
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას შეკვეთა მიჰქონდა, როდესაც ავარიაში მოყვა. ის 25 დღის განმავლობაში კომაში იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… ნათელი და სანთელი მის სულს. სამსახურიდან შესვენებაზე მოდიოდა ერთ ლობიანს ან ხაჭაპურს თან გაიყოლებდა, მოდიოდა თითქოს შეუმჩნევლად დიდი სიდინჯით, კარგი აღზრდილი შვილი, როგორ […]
“შოკშია კალაბრიის ქართველობა” – ქართველი ემიგრანტი ლიანა ნათბილაძე გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კოვიდ ვირუსი სახელდება. აწ გარდაცვლილი ემიგრანტი, ლიანა ნათბილაძე იტალიის რეგიონში, კალაბრიაში იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს. „ქალბატონი, რომელიც დააკლდება ქალაქს. ქალბატონი ლიანა, რომლის მხოლოდ სახელი მესმოდა და მისი ნაცნობობის ბედნიერება არ მქონია, სამუდამოდ ემშვიდობება თავის საყვარელ ქალაქს – რეჯოს. ის ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველი იყო, რომელმაც ფეხი […]
ლელუკა ლაშხი – “პარიზში ცხოვრება ნულის ქვევიდან დავიწყე…”
ლელუკა ლაშხმა ფეისბუქში დაწერა: “პატარა განმარტებას გავაკეთებ მათთვის, ვისაც არ სჯერა, მათთვის, ვისაც სჯერა და მათთვისაც, ვისთვისაც სულერთია, რას და როგორ ” მივაღწიე “. დაუჯერებელია ჩემთვის, ადამიანს რამე გულით უნდოდეს და ვერ მოიპოვოს, მიუხედავად ადგილისა და გარემოებისა. დიახ, თანახმა ვარ იმაზეც, რომ მოცემულობა და სოციალური გარემო დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამაზე გამკლავება და ადაპტირებაც ხელგვეწიფება. […]
საბერძნეთის ციხეში გელა უმიკიშვილმა თავი ჩამოიხრჩო
საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა გელა უმიკიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო […]
საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობისთვის გელა უმიკიშვილია დაკავებული
საბერძნეთში მოკლული ემიგრანტი ქართველი ქალის სავარაუდო მკვლელი ასევე საქართველოს მოქალაქე, 55 წლის გელა უმიკიშვილია. ის საბერძნეთის პოლიციამ ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. 55 წლის ემიგრანტი ქალი საბერძნეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ოჯახის დამხმარედ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მკვლელთან წლების განმავლობაში მეგობრობდა. შემთხვევა სალონიკში მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. […]
“ეხვეწებოდა, არ მომკლაო” – საბერძნეთში ქართველი ქალი ქართველმა საყვარელმა მოკლა
საბერძნეთში, თესალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა კაცმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებს ქალის ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს – მათ დაინახეს ქართველი კაცი, რომელიც […]
ქართველი კანონიერი ქურდი კრასნოდარში გარდაცვლილი იპოვეს
კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა. “ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის […]
“ფრანგ ექიმებს ბოლო თვენახევარი მორფინზე ჰყავდათ, გაუსაძლის ტკივილებს უძლებდა” – სალომე ჭითანავას საფრანგეთში დაკრძალავენ
საქართველოს მოქალაქეს, 34 წლის სალომე ჭითანავას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში იქ დაკრძალავენ – ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უთხრა. “4 წელზე მეტ ხანს უმძიმეს დაავადებას – მელანომას ებრძოდა. მარტოხელა დედა იყო, 2 ქალიშვილი დარჩა. მისი მკურნალობა ათასობით ათასი ევრო ჯდებოდა… ყოჩაღად იყო… იქ დამკვიდრდა ბორდოში. სალომემ ხობიდან თან ორივე შვილი, დედა და და […]