კატეგორია: ყველა სიახლე

24 წლის ქალი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში  ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, აისუნ გულიევა, მარნეულიდან იყო და თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში მისმა მეგობარმა აღმოაჩინა. ოჯახის წევრები “პირველებთან” მოვლენებს ქორონოლოგიურად იხსენებენ. ამბობენ, რომ გუშინ საღამომდე თბილისში გოგონასთან იმყოფებოდნენ, საღამოს კი, როდესაც მარნეულში წავიდნენ, მათ დაუკავშირდა აისუნ გულიევას მეგობარი და უთხრა, რომ ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა, რადგან კარს არავინ უღებდა. ოჯახის წევრების თქმით, […]

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – „მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო – ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ“

მარნეულელი ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს: „მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც […]

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მთავარს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რომა მახარაძე – „მეუფე შიომ დღევანდელი დღეც მავნებლური დემაგოგიისთვის გამოიყენა”

რომა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:: „მეუფე შიომ დღევანდელი დღეც მავნებლური დემაგოგიისთვის გამოიყენა და თავისუფლებაზე ლექცია წაგვიკითხა თითქოს თავისუფლება არ გვესმის და ეგ არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი. უნდა აკეთო ის, რაც საჭიროაო საჭირო ვისთვის? რისთვის? ამხანაგობისთვის? ხელისუფლებისთვის? ეკლესიისთვის? კი, თავისუფლება არის აკეთო/თქვა ყველაფერი, რაც გინდა/სწორი გგონია, არის თუ არა ეგ ვინმესთვის “საჭირო” ან სასურველი […]

დენის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქის მსგავსად, 5 თეთრით იზრდება. უფრო კონკრეტულად, რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

ანა ჯაბაური – ,,ამ ყმაწვილების წყალობით გამსახურდიების გვარი მხოლოდ ისტორია არ არის“

 ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური დემეტრე და ზვიად გამსახურდიების ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ძალიან საინტერესო ამბები მინდა მოგიყვეთ დღეს ამ ყმაწვილებზე. დაუძლეველ სევდას მგვრიან საქართველოდან უცხოეთში საემიგრაციოდ მოტივირებული თანამემამულენი; ჩემი უჭკვიანესი სტუდენტებიდან 10-დან 9-ის მიერ მიღებული უცხოეთში ცხოვრების გადაწყვეტილება; საკუთარ ქმარშვილთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლად ქცეული ემიგრანტი ქალბატონები… არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტვინების ამგვარმა გადინებამ, ზოგჯერ […]

დუშეთში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ცოლის თვალწინ კაცი მოკლეს

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე […]

თეირანის კედლების ენა და მურალების ფენომენი

თეირანის ქუჩებში აუცილებლად ნახავთ შენობებზე დახატულ გიგანტურ გამოსახულებებს, რომლებიც მრავალსართულიანი შენობების ფასადებს ფარავს. ეს არ არის უბრალო გრაფიტი — ეს არის ირანული მურალიზმი, ხელოვნებისა და იდეოლოგიის უნიკალური სინთეზი, რომელმაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ქალაქი “ღია ცის ქვეშა გალერეად” აქცია. ბევრისთვის მოულოდნელია ისლამურ ქვეყანაში ადამიანების პორტრეტების ასეთი მასშტაბით ნახვა, თუმცა აქ მთავარი გასაღები შიიტურ ტრადიციაშია. სუნიტური […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით

ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო. „ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, – ნათქვამია […]

„ჩემი მაზლი ჯერ გაგუდა, შემდეგ დაჭრა, თავი მოაჭრა, ჩადო პოლიეთილენის პარკებში და ნაგვის ურნაში ჩაყარა და დაწვა”- „ორხეველი მანიაკი“  დააკავეს

გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს. მას 2009 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა „ფორმულას” ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. რა მოტივით, უცნობია. გორის რაიონულმა სასამართლომ მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე ინფორმაციით, კაცი მიხეილ აზალაძეა, რომელსაც წარსულში რამდენიმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, მკვლელობა და […]