კატეგორია: სამართალი

ვინ იყო 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც წუხელ ბორჯომში მოკლეს

ვინ იყო 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც წუხელ ბორჯომში მოკლეს

ბორ­ჯომ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა კაცი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 24 წლის ახალ­გაზ­რდა ბორ­ჯო­მე­ლი დათო ხა­ჩი­ძეა, ის ერთ-ერთ კა­ფე­ში მუ­შა­ობ­და. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, ხა­ჩი­ძეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყა­ნეს. ის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან სა­ქა­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. […]

მოძალადე ქმარმა  ცოლს სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა – ქალი ერთ-ერთი ცნობლი კლინიკის ექიმია

შუხუთის ლელოში მონაწილე მამაკაცი გარდაიცვალა

ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში – მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა. 112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა. ქალი  ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი, რომელიც ახლა თავადაა უმძიმესი პაციენტი „კურიერის” ინფორმაციით, […]

სოფელ ველისციხეში 2 მამაკაცი მოკლეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კახეთში მკვლელობა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2 მამაკაცი მოკლა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

45 წლის ქალმა საგარეჯოში დედა მოკლა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კახეთში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც მეზობლები ამბობენ, ქალს, რომელმაც დედა სასიკვდილოდ დაჭრა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც, 45 წლის შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენა. დამნაშავე უკვე დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

„კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი ისევ დააპატიმრეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

20 ივნისს, რუსეთში ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი გაამართლა, რის საფუძველზეც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, თუმცა „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს და ამჯერად, საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. რუსეთის უშიშროების სამსახური კრიმინალურ “ავტორიტეტს“ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავება. 50 წლის დავით გერლიანის კრიმინალურ წრეებში „დათო სვანის“ სახელით იცნობენ. ის რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს […]

კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა – რა მოხდა შიდა ქართლში

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

შიდა ქართლში, ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულს გუშინ კასპის ერთ-ერთ სოფელში ჰქონდა ადგილი.  ინციდენტი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიცაა განთავსებული. „ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა […]

გლდანულას ტაძრის არქიმანდრიტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

გლდანულას ტაძრის არქიმანდრიტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასულიერო პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნერსე. „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო.

რიკოთთან კაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთთან, მდინარეში  კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია!

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას “ტაბულას” ჟურნალისტი ავრცელებს. ცისია კირვალიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა. „5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მონა ეძახა”, – წერს ცისია კირვალიძე. წყარო: ტვ პირველი

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ დროისთვის, კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია. არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დაკავებული, ამ ეტაპზე, უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.