ბათუმში მამამ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა

ბათუმში მამამ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა ბრალდებული უკვე დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და  საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად “TV25”-მა გაავრცელა.