– სასაცილოა პროკურორის შეფასება, გულწრფელად მეცინება, ყველა მტკიცებულება კი არა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რაც დაადასტურებდა რომელიმე პირის ბრალეულობას. ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, „რუსთავი2″ ყველაზე წარმატებული ნიკა გვარამიას დირექტორობისას იყო. “არც ერთ მოწმეს არ უთქვამს სასამართლოს სხდომაზე […]
კატეგორია: სამართალი
პროკურორი გუბელაძე – “გვარამიას, დამენიასა და იაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს”
პროკურატურას “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენისა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. დღეს, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. “გასული სასამართლო სხდომის დროსაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევას ვასრულებთ, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს სამივე ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც […]
რუსთავი 2 კვლავ ქიბარ ხალვაშს დარჩა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა. „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო. მოსამართლე გოჩა დიდავას […]
ჯაბა ჯანგირაშვილი – “ზვიადაურს რომ არ ესროლა, არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც ის”
ზურაბ ზვიადაურის სასამართლოდან გირაოთი გამოშვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ჯაბა ჯანგირაშვილმა. მან ზვიადაური გაამართლა და თქვა, რომ რომ არა მისი რეაგირება, ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. ჯანგირაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად იყო დაკავებული. ის თელავის რაიონულმა სასამართლომ 5.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მას გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. “პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, ადგილზე არც ზურაბ ზვიადაური და არც ვასილ ცოცხალაშვილი […]
ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს – 1 პირი დააკავეს
ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა“, […]
გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა
რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა. 41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ყოფილ ჩხოროწყუელ პოლიციელ აირი დარსალიას მამაკაცის გაუპატიურებისთვის 5 წელი მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აირი დარსალიას გამოძიება 25 წლის მამაკაცისადმი ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა. დარსალიას ოჯახი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა. შემთხვევა ჩხოროწყუში 2019 წელს მოხდა. დაკავებული ყოფილი პოლიციელია. დაზარალებულმა მამაკაცმა 2 წლის წინ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარსალიამ […]
სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური 2.500 ლარით დაჯარიმდნენ
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა […]
მაია მწარიაშვილი – “ნონა გაფრინდაშვილის საქმის მოსმენა ნეტფლიქსის წინააღმდეგ 24 იანვარს კალიფორნიაში დაინიშნა”
ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ,,გაფრინდაშვილი “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, 24 იანვარს დაინიშნა. ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს. როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლო დავა შეეხება ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსენებულია რუს მოჭადრაკედ. კომპანია ,,ნეტფლიქსმა” წარმოადგინა […]
შეიქმნეს 2 მილიონი ლარის ფიქტიური აქტივი – 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2016-2018 წლებში საგადასახადო ორგანოში წარადგინეს დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, […]










