“მძინარე შვილს საწოლში ჩაარტყა ნაჯახი” – ხელვაჩაურში მკვლელობის ახალი დეტალები

"მძინარე შვილს საწოლში ჩაარტყა ნაჯახი" - ხელვაჩაურში მკვლელობის ახალი დეტალებიხელვაჩაურში სოფელ ჭარნალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის შესახებ “კურიერისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების თქმით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მძინარე ცოლ-შვილს მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სოფელ ჭარნალში ჰყვებიან, რომ მამა-შვილი მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ და საკუთარი სახლის რემონტს გეგმავდნენ, რადგან 21 წლის ახალგაზრდა ცოლის მოყვანას გეგმავდა.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას პერიოდულად შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

“ბიჭს ეძინა ლოგინში, შევიდა და პირველი ლოგინში დაარტყა ნაჯახი. ბაღანა გამოვარდა და რომ გაიქცა, უკნიდან დაარტყა თავში. ფსიქიკური დაავადება ჰქონდა, წამლებს სვამდა და ამ ბოლო ხანს წამლები არ დაულევია, ალბათ დაარტყა და ვსო,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ალექსანდრე საგინაშვილი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. საგინაძეების ოჯახის 3 წევრის ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსთავი 2