შიდა ქართლში, ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულს გუშინ კასპის ერთ-ერთ სოფელში ჰქონდა ადგილი. ინციდენტი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიცაა განთავსებული. „ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა […]
კატეგორია: სამართალი
გლდანულას ტაძრის არქიმანდრიტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რიკოთთან კაცის ცხედარი იპოვეს
რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთთან, მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას “ტაბულას” ჟურნალისტი ავრცელებს. ცისია კირვალიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა. „5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მონა ეძახა”, – წერს ცისია კირვალიძე. წყარო: ტვ პირველი
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ დროისთვის, კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია. არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დაკავებული, ამ ეტაპზე, უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.
პოლონეთში ქართველი მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელმაც მოხუცი გაძარცვა. შემთხვევა ნამისლავსკას ქუჩაზე არსებულ ბაზარში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულის უყურადღებობით ისარგებლა და ჩანთიდან ფული ამოიღო. თვითმხილველების მყისიერი რეაქციის შედეგად, ქურდობაში ბრალდებული დაიჭირეს და ფული მფლობელს უკან დაუბრუნეს. „ამოღებული თანხა, 1000 ზლოტის ოდენობით, მფლობელს დაუბრუნდა. საქართველოს მოქალაქეს პოლიციასთან შეხვედრის თავიდან აცილება სურდა. მან დაარწმუნა თვითმხილველები, რომ მსგავსი […]
70 წლის კაცმა სამარშრუტო ტაქსიში 20 წლის გოგოზე იძალადა
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მომავალ სამარშრუტო ტაქსიში 70 წლის კაცმა 20 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. ძალადობის მსხვერპლი, იძულებული გახდა, დროზე ადრე, მცხეთაში ჩამოსულიყო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დააკავა. ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 139 მუხლით დაიწყო, რაც სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა
საბერძნეთში 48 წლის ქართველი დააკავეს
საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ მაღაზიიდან მორიგი ქურდობის დროს დააკავა. მოპარული პროდუქცია მას სუპერმარკეტში დააბრუნებინეს. შემდეგ გაირკვა, რომ მან ბოლო ორი კვრიის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში. წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველმა დამნაშავემ საბერძნეთის […]
ქართველ კობა „კრასნოდარსკის“ ციხეში სასტიკად გაუსწორდნენ
სააგენტო prime crime-ის ინფორმაციით, ქართველ „კანონიერ ქურდს“ კობა ძიძიშვილს მეტსახელად „კრასნოდარსკის“ ციხეში სცემს და „ტიტული“ ჩამოართვეს. ძიძისშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად გაუსწორდნენ. „კრასნოდარსკის“ ციხეში ყოფნა 2030 წლამდე ემუქრება. ცნობისთვის, კობა ძიძიშვილი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში იგი ცდილობდა ე.წ. ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი ყოფილიყო. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, მან “კანონიერი ქურდის” “გვირგვინის” […]








