რიკოთთან კაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთთან, მდინარეში  კაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.